This is Kathmandu baby, typical Kathmandu

 ტანგკების ტყვეობიდან თავის წარმატებით დაღწევის შემდეგ, GPS-ის მეშვეობით გავნაგრძე სვლა დურბარის მოედნისკენ და გზად ბევრი საინტერესო რამ ვნახე. ძველი კატმანდუ საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და საინტერესო ქალაქია რაც მინახავს. კოლორიტი წარმატებით ახერხებს მოუწესრიგებლობის და სიბინძურის კომპენსაციას. ხალხით, მანქანებით და მოტოციკლეტებით გადატენილი ვიწრო ქუჩები… ინდუისტური სალოცავები…

 ველორიქშები უხვად არიან ძველ ქალაქში, კლიენტებს იჭერენ.

 აქ მგონი მინი სალოცავია

 ცხოვრება დუღს

 ისტორიული ცენტრი ულამაზესია

 ესეც ცხოვრება და დააკვირდით ელექტრო სადენებს… ეს ტიპიური კატმანდუა.

 სალოცავთან ზეთის ლამპებია. მოსახლეობა საკმაოდ რელიგიურია, თუმცა, როგორც ვთქვი ბევრი არარელიგიურიც გავიცანი.

 პაგოდა დურბართან

 ქალი ძალოვნები

 ტიპიური პაგოდა

 აქ კი წვენი დავლიე, გემრიელი იყო თან მწყუროდა. დალევის მერე კაცმა გამოავლო წყალი ჭიქას და სუფთებში დადო. მალე უკვე აღარ მიკვირდა ეს და შევეჩვიე იქაურ სანიტარულ ნორმებს.

 კიდე სალოცავი

 ტანგკები და სუვენირები

მათხოვარი… ისე ასეთი შარფით გერმანიაში გაჩითვა საინრტერესო იქნებოდა 🙂


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply