Kathmandu Durbar square 2

 სასახლიდან გამოსვლის შემდეგ გავაგრძელე მოედნის დათვალიერება. დასათვალიერებელი კი ძალიან ბევრია.

 წმინდა ბირჟა 🙂

 ეს ბერი არ განძრეულა სანამ იქ ვიყავი.

 სიმპატიური პაგოდაა.

 კიდე მაღაზია ტანგკებით.

 ეს შივას და მისი ცოლის პარვატის ტაძარია. ისინი ზედა ფანჯრიდან იყურებიან.

 ეს ადმინისტრაციული შენობა ბრიტანულ კოლონიურ სტილშია აშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ნეპალი არ იყო ბრიტანეთის კოლონია, გავლენა ძალიან დიდია.

ეს პაგოდა კი ჰიპების პაგოდადაა ცნობილი. როდესაც დასავლეთში ჰიპების მოძრაობა დაკნინდა, დარჩენილმა ჰიპებმა ჯერ ინდოეთს და მერე ნეპალს შეაფარეს თავი. ნეპალი მათთვის სამოთხესავით აღმოჩნდა. ამ პაგოდის კიბეებზე ჯიმი ჰენდრიქსიც იჯდა. ჰიპები კი ერთი პერიოდი მთელს ძველ კატმანდუში იყვნენ გავრცელებული.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply