Kathmandu Durbar square 1

 ბევრი თუ ცოტა ბოდიალის შემდეგ ავღმოვჩნდი სრულიად სხვა, ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მარტო სურათებში და ფილმებში მქონდა ნანახი – კატმანდუს დურბარის – ანუ სასახლის მოედანი. შესვლა 750 რუპია ღირდა (თუმცა ბოლო დღეს უფასოდ შევბოდიალდი არაცენტრალური გზიდან და კაციშვილი ამით არ დაინტერესებულა, მოკლედ ეს ახალბედა ტურისტებს ეხებათ მხოლოდ).
ნეპალი სულ ცოტა ხნის წინ მონარქია იყო და მეფე ჰყავდა. შემდეგ ხანგძლივი სამოქალაქო ომის შედეგად მონარქია დაამხეს და ახლა რა აქვთ თვითონ არ იციან. ყოფილი სამეფო სასახლე კი მუზეუმია.
სასახლის გარდა მოედანზე ბევრი ტაძარია და სხვა ნაგებობები, კიდე აქ იყო სპილოების პარკინგი, ახლა მანდ სუვენირებს ყიდიან.

 რომელიღაც ტაძარი.

 პირველი მოედნის ხედი

 სასახლეში შესასვლელი

რომელიღაც ღმერთია ეტყობა 🙂
მოვიგერიე გიდების პირველი ნაკადი და ამის მერე შევედი სასახლეში.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply