მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი კიევში XVIII საუკუნეში აშენდა. მისი განმასხვავებელი ნიშანი იყო მოოქროვილი გუმბათები. სწორედ ამ ტაძრის აშენების შემდეგ დამკვიდრდა სლავურ არქიტექტურაში გუმბათების მოოქროვება. მონასტერი 1930-ან წლებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია. თუმცა, საბედნიეროდ ნახაზები შემორჩა და 1990-ან წლებში თავიდან ააშენეს. დღეს ეს ტაძარი კიევის პატრიარქატის უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.
მაიდანის პირველი დარბევის შემდეგ, სტუდენტები სწორედ ამ მონასტერში შეიფარეს. 11 დეკემბერს, როდესაც ისევ დაიწყო მაიდანის შტურმი, სწორედ ამ ტაძრის სამრეკლოდან გაისმა ნაბატი, რაც კიევში XIII საუკუნის შემდეგ არ გაუგიათ. ნაბატი მოუწოდებდა ხალხს, ღამე გამოსულიყვცნენ და დაეცვათ მაიდანი. შემდეგ სწორედ ამ ეკლესიაში მოაწყვეს საველე ლაზარეთი. მოკლედ მიქაელის ტაძარი შარშანდელი რევოლუციის ეპიცენტრში იყო.
[pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-E3k0fviyoBk/VS5ZmzSZ3tI/AAAAAAAAdL4/AN4ApX0xOp8/s144-c-o/DSCN2406.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941865289866962″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2406.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-bLzZun2HJU4/VS5Zm1W5ILI/AAAAAAAAdPY/M9xZEWjw5GM/s144-c-o/DSCN2407.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941865845563570″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2407.JPG” ]
აღდგებილი ტაძარი შთამბეჭდავია. მოხატულობა ლამაზი, თუმცა აქაც ინტერიერის გადაღება არ შეიძლებოდა, რაც კი ყველაზე კარგი იყო, სამრეკლოს კოშკში მუზეუმია და ზემოთ ასვლა შეიძლება, სულ რაღაც 17 ჰრივნად.
[pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-fUNW0oXFjdk/VS5Zn1ip4sI/AAAAAAAAdPY/X0qX156fnFE/s144-c-o/DSCN2408.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941883074765506″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2408.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-0DDKm-d-2r0/VS5ZoHjaDmI/AAAAAAAAdPY/ICHcm8f2058/s144-c-o/DSCN2409.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941887909760610″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2409.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-3Mbse_Xz4M8/VS5Zoj3FoQI/AAAAAAAAdPY/nqZUhjtT5qo/s144-c-o/DSCN2411.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941895508500738″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2411.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-QgzbikkSqm8/VS5ZpKMrd_I/AAAAAAAAdMU/Tw_6jIV9nJ4/s144-c-o/DSCN2412.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941905799608306″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2412.JPG” ]
რა თქმა უნდა ავედი. ზედხედი კარგი აღმოჩნდა. ერთადერთი გადმოსახედი კიევში, საიდანაც ხედი მართლა იმსახურებს ასვლას.
[pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-7YNUhvu0olA/VS5ZpTgvPPI/AAAAAAAAdPY/h0HB-FvUjig/s144-c-o/DSCN2413.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941908299660530″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2413.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-TEmpJK6cyOg/VS5ZpsVTSSI/AAAAAAAAdMc/ZY4WBFNzzLo/s144-c-o/DSCN2414.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941914962577698″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2414.JPG” ]
მაიდანიც ჩანს აქედან და რა თქმა უნდა წმინდა სოფიოს ტაძარიც,
[pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-CEUP0McdIm0/VS5ZqdWfOCI/AAAAAAAAdPY/NHY85YjhvVE/s144-c-o/DSCN2415.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941928120891426″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2415.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-8kPgFSJq-GU/VS5ZqdTn2PI/AAAAAAAAdMs/wN7sCsRRLA4/s144-c-o/DSCN2416.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941928108873970″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2416.JPG” ]
წმ. ანდრეა პირველწოდებულის ეკლესიასაც მოვკარი თვალი. სწორედ აქ გავიფიქრე, რომ აღმოსავლეთ სლავების, ან თუნდაც მართლმადიდებელი სლავების კულტურული და რელიგიური ცენტრი უეჭველი კიევია. მოსკოვში უზარმაზარი თეთრი კუბიკივით ქრისტე მხსნელის ეკლესია ვერცერთთან ახლოს ვერ მოვა თავისი მნიშვნელობით ან არქიტექტურით, თანაც ის სულ რაღაც XIX საუკუნისაა.
[pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-Ex-WDQla7cI/VS5ZqnT7kmI/AAAAAAAAdPY/yaC7mXHynvo/s144-c-o/DSCN2417.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941930794521186″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2417.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-Cg97WONKuH8/VS5ZrEaOwBI/AAAAAAAAdM4/0sZhZRymZk4/s144-c-o/DSCN2418.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941938605572114″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2418.JPG” ]
ზემოდან ტაძარი ძალიან კოხტად ჩანს. ჩამოვედი.
[pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-bOSJOu77IGU/VS5Zr_Jt-ZI/AAAAAAAAdNE/ck01cQVDbTM/s144-c-o/DSCN2419.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941954374007186″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2419.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.googleusercontent.com/-XdTYx1pOe8E/VS5Zr573HSI/AAAAAAAAdN4/W6lun0oAq9M/s144-c-o/DSCN2420.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/KyivUkraine2015#6137941952973708578″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2420.JPG” ]
მონასტრის წინ მოედანზე სამი ძეგლის კომპოზიციაა – ეს კიევის რუსის გამქრისტიანებლები არიან: ანდრეა პირველწოდებული, კნიაგინია ოლღა და კირილე და მეთოდე.