ცივი ზამთრის საღამოს რა შეიძლება უფრო სასიამოვნო იყოს ვიდრე ცხელი ჩაი თაფლით და ლიმონით?
ნეპალში კი ძალიან პოპულარულია თაფლი ლიმონი და ჯანჯაფილა. მინდა გითხრათ რომ უგემრიელესია.
თბილისშიც გავაკეთე და მოგვიანებით ფეიხოაც დავამატე, რამაც დამატებითი სარგებელი და არომატი შესძინა ჩაის.
მინდა გაგიზიაროთ მომზადების ჩემი რეცეპტი.
საჭირო ინგრედიენტები:
ნახევარი ლიმონი
5 სმ ჯანჯაფილა
1 ფეიხოა
1 სადილის კოვზი თაფლი

ჯანჯაფილს და ლიმონ ქერქები მოვაშოროთ, ფეიხოას კუდი და ეს ყველაფერი ჩავდოთ ჩოპერში

კარგად დაჩოპერების შემდეგ გადავიტანოთ პატარა ქილაში

და დავამატოთ თაფლი და კარგად ავურიოთ

შემდეგ კი თქვენს საყვარელ ჩაიდანში ჩაყარეთ შავი ან მწვანე ჩაი და დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მომზადებული მასა და ისიამოვნეთ!

By xdwi0

Related Post

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *