ვაგრძელებდით მიტოვებული სასახლეების დათვალიერებას.
წარსულის აჩრდილები ჯუნგლებში დაკარგულ ქალაქში…
ტაძარიც იყო… მიტოვებული მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი… კი ეს ღმერთები აქ არიან, მიტოვებულ ქალაქში!
ბარელიეფები…
და წყლის დიდი აუზიც.
პაწია ტაძარი ჯუნგლებმა ჩაყლაპა.
ტაძრების ბოლო კომპლექსი მოშორებით იყო, თითქმის არგენუდის გადასასვლელთან და ჩვენი სასტუმროდან ის ძალიან ლამაზად ჩანდა, მთლიანად ჩაფლული ჯუნგლებში…
და გრანდიოზული.
დღე დამღლელი იყო მაგრამ ძალიან საინტერესო.
ორ დღეში დავტოვე ჰამპი. ღამის ავტობუსით გოკარნაში წავედი. იმავე ღამეს ბელგიელებიც ბანგალორში წავიდნენ და ჩვენი ოთხეული დაიშალა.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.