დღე დღეს მიყვებოდა ჰამპიში. ჩემმა დაბადების დღემაც მხიარულად ჩაიარა. 7 იანვარს გადავწყვიტეთ გაღმა ნაპირზე გასვლა და თვითონ ჰამპის – ჯუნგლებში დაკარგული XVI საუკუნის ქალაქის ნახვა. ქალაქზე უკვე დავწერე ადრე პოსტში. ბაიკებით მივედით ოთხივე ბორანამდე, გაღმა ნაპირიდან ძალიან მომხიბლავად ჩანდა ჰამპი… გადავცურეთ მდინარე და აი აქ ვართ ჩვენც!
მივადექით იქვე მდინარესთან ტაძარს…
ტაძრის აუზში წყალია გამოსაცვლელი.
სკოლიდან ბევრი ექსკურსია ვნახეთ…
გზას გავუყევით, ძალიან ცხელოდა… სხვა ტაძრებიც ვნახე…
ეს განეშასია.
ამ დროს ჩემი მეგობრები ჩამომრჩნენ, ბიჭებმა ბარიგა ნახეს, თინას კი წნევამ აუწია თუ დაუწია და რამე ცივის დალევა უნდოდა. ამიტომ მე მარტო დავრჩი.
თავად განეშა..
სიცხე უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა…. არა და 7 იანვარია…
გაგრძელება კიდევ უფრო ლამაზი იქნება!
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.