გრიგორიანული კალენდრით 2016 წლის დადგომამ სწორედ ჰამპიში მომისწრო. როგორც უკვე ვთქვი 31 დეკემბერს დილით ჩამოვედი, შევხვდი ჩემს კომპანში გაცნობილ ამხანაგს და წავედით სასტუმროში. დავბინავდი, ვისაუზმეთ, წავედით სკუტერით მოვიარეთ არემარე… ჰამპის შემოგარენი უტარ-პრადეშისგან ძალიან განსხვავდებოდა. სოფლები კოხტა და ლამაზია, ისეთი საშინელი სიღატაკე არ სუფევს აქ. ყველგან ბრინჯის მინდვრებია, ბანანების და ქოქოსების პლანტაციები. +31 გრადუსი იყო და სულ არ მქონდა ახალი წლის განწყობა.
დაბლობია, მაგრამ უცნაური დიდი ლოდებისგან აწყობილი კლდეებია ყველგან. ასეთი უცნაური გეოლოგიური ფენომენი არსად არ მინახავს. ისე გამოიყურება ყველაფერი, გეგონება ტიტანების და ღმერთების ბრძოლის ველი იყო აქაურობა, ამ ლოდებით იბრძოდნენ, და დარჩა ასე მიყრილ-მოყრილი…
გზად სოფლისკენ გამშრალი მდინარეა და აკვედუკის ნარჩენები… მაუგლიში რომ არის მაიმუნების ქალაქი ის მომაგონა…
ქალი ჭურჭელს პირდაპირ ასე რეცხავდა….
ზოგი ლოდი ისეა, გეგონება გრავიტაცია არ არსებობს მათთვის…
მზის ჩასვლის სანახავად ჰანუმანის ტაძარში ავედით მთაზე.
ზემოდან თვალწარმტაცი ხედები იშლებოდა.
ბრინჯის მინდვრები
მზის ჩასვლას წესიერად ვერ ვუყურე, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც შემეძლო ინტერნეტში შესვლა და დედაჩემისთვის ჩემი ამბის მოყოლა.
ახალი წლის ღამე ძალიან უცნაური იყო. შანტიდამას რესტორანში საახალწლო წვეულება იყო ინდოელებისთვის. მხოლოდ კაცები იყვნენ. ჭამეს, დალიეს, ინდურ პაპსაზე იცეკვეს. 12:30-ზე მუსიკა დამთავრდა და მეც უკვე ლოგინში ვიწექი. უცნაური იყო ეს ინდური მხოლოდ კაცებისთვის გართობა.
დილას მე და ივანი დავუმეგობრდით ბელგიელ წყვილს და შემდეგი დღეები სულ ერთად ვიყავით. დილით ოთხივემ ერთად ჰუმუსი ვჭამეთ. მერე ნეპალელმა მზარეულმა ქოქოსებზე დაგვპატიჟა, ბოლოს ბიჭებმა ქოქოსში ლუდი ჩაასხეს, ჩემი აზრით საზიზღრობა იყო.
მთელი დღე ზარმაცულად გავატარეთ.
საღამოს ისევ ჰანუმანთან ავედით. ჰანუმანი – ინტერნეტის მფარველი ღვთაებაა მგონი 🙂
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.