მარტომ სიცხეში გავნაგრძე ჰამპის ნანგრევების შესწავლა. გზის გაღმა კიდევ ერთი ტაძარი აღმოვაჩინე დიდი აუზით. წყლის აუზები ამ კლიმატში აუცილებელია. იანვარში უკვე გაუსაძლისი სიცხე იყო.
განეშს რა უჭირს ჩრდილში ზის.
აქ ღვთაება წყალში კარგად გრილადაა.
ჰამპი მართლაც რაღაც მისტიკურია… თან ეს მისტიკური პეიზაჟები, ტიტანების ბრძოლის შედეგები, თან კი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაფანტული ტაძრების ნანგრევები… ნეტა როგორი იყო ეს ქალაქი მუსულმანების შემოსევამდე? როგორ დადიოდნენ დილით ქალები ბაზარში ფერად ფერად სარიში გამოწყობილები, ნახევრად შიშველი სადჰუები ტაძრების კიბეებზე… ისე ინდოეთში ისაა განსაკუთრებული, რომ საუკუნეებმა ხალხი არც ისე შეცვალა. დღესაც ქალებს ჭრელი სარები აცვიათ, სადჰუები ჰაგერფლილები სხედან და ჰაშიშს ეწევიან, შივას თაყვანისმცემლები შავებში დადიან…
ამ ქალაქისგან აჩრდილიღა დარჩა.. მაგრამ ინდოეთი ისევ ისეთივეა… ინდურ ღმერთებს არ უყვართ ცვლილებები.
რამდენსაც არ ეცადნენ მუსულმანი დამპყრობლები ერთი ღმერთისადმი და მისი წინასწარმეტყველისადმი რწმენის დანერგვას, ინდური ღმერთები კიდევ უფრო ძლიერები გამოდგნენ…
შივა, ვიშნუ, პარვატი, კრიშნა, განეში, ჰანუმანი და კიდევ 33 მილიონი ღმერთი ისევ ბატონობს ამ ცხელ მიწაზე.
მკვდარ ქალაქში ტაძრები კიდევ ცოცხალია.
შივას თაყვანისმცემელი მომლოცველის ბევრი ვნახე.
ჰამპი საკმაოდ დიდია და თან ძალიან ცხელა. გადავწყვიტე რიქშა მეშოვა რომ მომეარა ყველაფერი. რიქშა ძვირი იყო. მაგრამ გამოსავალი მოიძებნა, კიდევ ფრანგი ტრისტი ვნახეთ და ერთად 300-300 რუპი გადავუხადეთ რომ მოგვევლო დარჩენილი ტაძრები და სასახლეები.
შივას ჩაძირულ ტაძარში მივედით.
საინტერესოა, შივას ტაძრებში როგორც წესი შივას ლინგამია, ანუ სასქესო ორგანო რომელსაც თაყვანს სცემენ. ჩვენთვის ეს სასაცილოდ და უხერხულად ჟღერს, მაგრამ ამ დროისთვის ეტყობა საკმარისად დიდხანს ვიყავი ინდუისტურ სამყაროში და არც სასაცილოდ მეჩვენებოდა ლინგამი, არც უხერხულად. უკვე რაღაც ბუნებრივია.
ეს მეფეების სასახლის პავილიონია
ამ ბავშვებმა სათითაოდ ხელი ჩამომართვეს სურათი გადავიღეთ ერთად. ტურისტებთან სურათების გადაღება ინდოელების საყვარელი საქმეა.
გაგრძელება იქნება…
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.