ჯანტარ მანტარი მაჰარაჯების სასახლესთანვეა, თუმცა აქ სხვა ბილეთი უნდა იყიდოთ. XVIII საუკუნეში აქაური მეფე ძალიან იყო ასტრონომიით გატაცებული და მან ააგო ეს პარკი ცხრამეტი ს=ასტრონომიული ნაგებობით. აქაა ყველაზე დიდი მზის საათიც. ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
ყველა ასეთ ნაგებობას აქვს მიწერილი რისთვის გამოიყენებოდა. აზრი აქვს აქ გიდიც აიყვანოთ, თუმცა მე არ ამიყვანია.
მთაზე კიდევ სასახლეა რომელიც ღამე ძალიან ლამაზადააო განათებული, მაგრამ მე სამწუხაროდ ვერ ვნახე.
გიგანტირუ ასტრონომიული ინსტრუმენტები…
ტურისტების უმეტესობა ინდოელები არიან. საშუალო კლასის ინდოელებს უყვართ საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა.
ამით დავამთავრე აქ დათვალიერება გავედი გარეთ.
ცოტა მინდოდა ვარდისფერ ქალაქში ბოდიალი.
მთავარ გამზირზე გამოვედი. ვარდისფერი ქქალაქი საბოდიალოდ მოსაწყენი გამოდგა.
ლამაზი სასახლეებია
ეზოები
გამზირი…
ტაძარი
ქუჩის საპარიკმახერო.
აქვე შემთხვევით ვნახე ავტობუსი რომელიც ამბერ ფორტისკენ მიდიოდა 10 რუპი ღირდა. დავჯექი და წავედი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.