ჯაიპური რაჯასტანის დედაქალაქია. რაჯასტანი უტარ პრადეშთან შედარებით განვითარებული და მდიდარი შტატია, რაც ჯაიურს ეტყობა. აქ შეინიშნება ცივილიზაციის ისეთი მიღწევები როგორიცაა ტროტუარი. ქალაქი ბევრად უფრო სასიაამოვნო და კეთილმოწყობილია. ამასთან ერთად ჯაიპური მსოფლიოს ერთ-ერთი იუველირული ცენტრია. აქ უამრავი საიუვილერო საამქროა სადაც ნებისმიერი სახეობის სამკაულებს ამზადებენ. თავისთავად იუველირული მაღაზიებიც უხვადაა.აგრადან ჯაიპურში მატარებლებიც დადიან და ავტობუსებიც. მე მატარებელზე ვერ მოვასწარი და ავტობუსით წავედი. სულ ამ ქალაქში 2 დღე გავატარე.
სასტუმროს ვერ გირჩევთ, რადგან მე ინდოეთში ყოფნისას ყველაზე საზიზღარ სასტუმროსი მოვხვდი Milan guesthouse 800 რუპი ღირდა ეს ვირთხების ბუდე. თუმცა აქ გავიცანი სასარგებლო კაცი, ესპანელი კარლოსი, რომელიც რამდენიმე წელია სამკაულების დასავლეთ ევროპაში ექსპორტითაა დაკავებული.
ძველი ქალაქი ცნობილია როგორც ვარდისფერი ქალაქი. XIX საუკუნეში ბრიტანეთის პრინცი ესტურმა რაჯასტანს და მის საპატივცემლოდ შეღებეს ყველაფერი ვარდისფრად.
პირველ ფოტოზე ჰავა მაჰალია, სასახლე უამრავი ფანჯრით საიდანაც მაჰარაჯას ცოლები უყურებდნენ ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს ისე, რომ ტავად უხილავი რჩებოდნენ.
სასეირნოდ ვარდისფერი ქალაქი არ ვარგა…
ვარდისფერი ქალააქი გალავნითაა გარშემორტყმული, თუმცა გალავნის შიგნით ბევრი ახალი ქოხმახი და მაიმუნობაა.
მაჰარაჯას სასახლის შესასვლელი.
რაჯასტანი მუგალების იმპერიისგან შედარებით დამოუკიდებელი იყო. ინგლისელები თავიდან მათი მოკავსირეები იყვნენ მუსულმანებთან ომში, შემდეგ კი კარგად შეეწყვნენ ინგლისის ბატონობას. ბრიტანეთმა მაჰარაჯები კიდევ უფრო გაამდიდრა და ცხოვრობდნენ ასე დალხინებულად ინდოეთის დამოუკიდებლობამდე.
აშენებდნენ ციხეებს და სასახლეებს.
1947 წელს კი ინდოეთი დამოუკიდებელი გახდა. გამოცხადდა დემოკრატია და მაჰარაჯამ დაკარგა ყველა ვრეგალიები. სასახლეები მუზეუმებად გადაკეთდა. ამ სასახლის ერთ ნაწილში დღესაც ცხოვრობს მაჰარაჯა, მასთან შესვლაც შეიძლება, მგონი ეს 2000 რუპი ღირდა, როდესაც ჩოულებრივი ბილეთი 450 რუპი იყო.
ჯაიპური და ალბათ მთელი რაჯასტანი უტარ პრადეშზე საგრძნობლად ძვირია. თუნდაც ჩემი 800 რუპიანი საზიზღარი სასტუმრო… ვარანასიში ან კატმანდუში ამ ფასად მეეფესავით ვიცხოვრებდი.
სასახლე. აქ კიდევ ცხოვრობს მაჰარაჯა.
შიდა სასახლე
ოდესღაც მაჰარაჯა ლონდონში მიიწვიეს. მორწმუნე იყო ის ძალიან. ამიტომ ბრძანა ორიი ასეთი ვერცხლის ცისტერნა გაეკეთებინათ და აავსო განგას წყლით და წავიდა. წყალს მხოლოდ აქედან სვავდა. იმედია ვარანასიში არ აავსო…
სიმართლე რომ ვთქვათ ესპანეეთში, სევილიაში რომ ვნახე ალკაზარი, იმასთან ახლოც ვერ მოვა.
ამ შენობაში ხალიჩების გამოფენაა გადაღება არ შეიძლებოდა.
ერთ-ერთ გასასვლელში ეს კარგად ნაცნობი ნევარული ბუდისტური ხელოვნების ნიმუში ვნახე. არ ვიცი ვინ იყო აქ ბუდისტი ან კატმანდუელი…
სასახლის საერთო ხედი.
ესეც რუქა ადგილმდებარეობით. სასახლეში არის უძვირესი კაფე, რომლის გამოყენებასაც აზრი აქვს თუ ტუალეტი გინდათ. მაჰარაჯასთვის შესაფერისი ტუალეტია.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.