ჩიტვანის ეროვნული პარკი, გასეირნება

 წინა პოსტში დაწვრილებით ავღწერე როგორ მუშაობს ზოგადად სისტემა. ახლა განვაგრძობ თხრობას. ესე იგი გიდი შეგვხვდა, კიდევ ერთხელ გაგვაცნო პროგრამა და გაგვიძღვა სასეირნოდ. სამხრეთ ნეპალი დაბლობია, ადრე აქ სულ ჯუნგლები, ჭაობები და მალარიის კოღოები იყვნენ. ერთადერთი ეროვნება, ვისაც აქვს მალარიის იმუნიტეტი ტარუა. მათ გარდა აქ ვერავინ სახლობდა. ტარუს ხალხი სახლებს მაღალი ბალახისგან (ტორფის მაგვარი) და ტალახისგან აშენებენ, გადახურვაც ბალახისაა. თანამედროვე სახლებზე შიფერია ხშირად, როგორც ზედა ფოტოზე.

50-60-ან წლებში ჭაობები დააშრეს, ჯუნგლების დიდი ნაწილი გაჩეხეს და აქ დასახლდა სხვა ხალხის, ბევრი ინდოეთიდან ჩამოვიდა, და დაიწყეს სოფლის მეურნეობა. ჩიტვანი კი სამეფო ნაკრძალი და სანადირო იყო.

ძირითადი კულტურა ბრინჯია. ასე გამოიყურება ბრინჯის მივდვრები.

 მგონი პაპაიაა ეს.

 გიდმა წაგვიყვანა სადაც ობოლი მარტორქა იზრდებოდა. ეს 1 თვისაა სულ. პატარა უწყინარია მარა დიდი მარტორქა ძალიან საშიშია.

 რქა ჯერ არ აქვს. მარტორქა წითელ წიგნშია. ბრაკონიერები მათ ხოცავენ რქის გამო, რატომღაც ეს რქა მედიცინაში გამოიყენება.

 სპილოების სადგომი. შინაურად მარტო დედლები ჰყავთ. მამლები ველურად არიან ბუნებაში. სპილოებს მესაზღრვრეებიც იყენებენ თურმე პატრულირებისთვის.

 ბუ

 ეშვებს უქლიბავენ. გრძელი ეშვები ხშირად იხლართება და ზოგადად საშიშია.
ზოოპარკის სპილოებთან შედარებით ესენი გიგანტები არიან. ჯგუფში მარტო მე ვიყავი გოიმივით პირველად რომ ვნახე ამოდენა სპილო და პირი დავაღე. აფრიკელ მოძმეებთან შედარებით ესენი პატარები არიან.

 ქალები ბალახს აგროვებენ

 ჯუნგლები

 ნიანგებიანი მდინარე

 ნიანგი (დიდი ზუმით) მაგრად იმალებიან ესენი თან თითქმის არ მოძრაობენ. მკვდარი მეგონა ჯერ… უმოძრაო და კარგი კამუფლიაჟით თითქმის უხილავია. აქაური ნიანგები პატარები არიან.

 ა მიდი ახლა და დაინახე…

ხედი…
აქედან წავედით მზის ჩასვლის სანახავად.

Comments

Leave a Reply