ჩიტებზე დაკვირვება. ჩიტვანი, ნეპალი

 ბოლო დილასაც ძალიან ადრე ავდექით. გათენებული არ იყო ჯერ. ყავა დავლიეთ და გზას გავუდექით ფრინველებზე დასაკვირვებლად. მერე სწრაფად უნდა გვესაუზმა და ჩემი ავტობუსი პოჰარაში 9 საათზე მიდიოდა. სამწუხაროდ წინა დღეს გავცივდი და დილით ცუდად ვიგრძენი თავი.

 მალე მივხვდი რომ სიცხე მაქვს და არ მეფრინველება… დავბრუნდი უკან საუზმე რომ მეჭამა.

 გზად ეს სპილო და გლეხები შემხვდნენ. ბალახი მოჭრეს და სოფელში მიჰქონდათ.

ვისაუზმე, ბევრი ჩაი დავლიე, მივხვდი რომ ძალიან ცუდად ვარ და გავემზადე. 8:45-ზე სასტუმროს მანქანამ წამიყვანა სადგურზე, რომელიც ასე გამოიყურება. ჩემი ავტობუსი მარჯვნივ წითელ-ყვითელია. “ცხელ-ცხელმა ხაჭაპურებმაც” მალე ჩაიარა და გავუდექით გზას. პოჰარამდე 6 საათი გზა იყო…

Comments

Leave a Reply