ტაძარი ჩანგუნარაიანი

ჩანგუნარაიანი – ნევარული სოფელი და ტაძარი

მიუხედავად იმისა, რომ კატმანდუ ძალიაბნ მიყვარს, დიდხანს ამ ხმაურიან ქალაქში გაჩერება არ მიყვარს. შარშან არ მქონდა ნანახი ჩანგუნარაიანი, ვიფიქრე ვიფიქრე და დავკარი ფეხი და წავედი ჩანგუნარაიანში. მგზავრობა არც ისე ადვილი იყო, კატმანდუდან პირდაპირი ავტობუსი ვერ ვნახე, ჩავედი ბაქტაპურში, იქედან კიდევ ველოდე ავტობუსს, რომელიც იმავე წამს გადაივსო და ასე მოვხვდი ჩანგუნარაიანში.

ეს კატმანდუს ველის აღმოსავლეთ ნაწილში ისტორიული ნევარული სოფელია შესაბამისი არქიტექტურით. სოფლის ცენტრში კი V საუკუნით დათარიღებული ვიშნუს ტაძარია. ნარაიანი ვიშნუს ერთ-ერთი სახელია, აქედანაც მოდის სოფლის დასახელება. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ადრე აქ არ ვიყავი ნამყოფი, და ძალიან მაინტერესებდა.

საღამოს დავბინავდი გესთჰაუსში, დილიდან წავედი სასეირნოდ.

მივადექი ტაძრის ეზოსაც. აქ ყველაფერი ისე ლამაზად და კარგად არაა, როგორც მიწისძვრამდე, თუმცა ტაძარი არ დაზიანებულა დიდად, მაგრამ ეს საყრდენი ძელები მაინც გაუკეთეს. სხვა ყველაფრის გარდა აქ არის ყველაზე ძველი წარწერა ნეპალურ ენაზე.

ერთ-ერთი პირველი წარწერა ნეპალურ ენაზე
ერთ-ერთი პირველი წარწერა ნეპალურ ენაზე

ლეგენდის თანახმად აქ დიდი ხე იზრდებოდა. იყო და არა იყო რა მწყემსი და ჰყავდა მას დიდი, კარგი მეწველი ძროხა. მაგრამ დრო და დრო უცნაური რამე ხდებოდა, თუ ძროხა ამ ხესთან ძოვდა ბალახს მერე აღარ იწველებოდა. დაღონებული მწყემსი მივიდა სადხუსთან და სთხოვა რჩევა. სადხუმ ურჩია დადარაჯებოდა ხესთან და ენახა რა ხდება. წავიდნენ ორივე სადარაჯოდ. როდესაც ძროხა გაძღა ძოვით და საცოხნად წამოწვა, ხიდან პატარა შავი ბიჭი გამოძვრა, მოწველა ძროხა, რძე დალია და გაქრა. სადხუს და მწყემს შეეშინდათ, გადაწყვიტეს ხე მოეჩეხათ. ჩეხვისას ხეს სისხლი გამოუვიდა. დაღონდნენ ესენი, მოვკალითო ვიღაც. მაგრამ მათ ღმერთი ვიშნუ ეახლათ და უთხრა, რომ მან რაღაც ცოხვების გამო ეს სასჯელი დაიმსახურა, ხოლო მისი მოკვლთ მათ იგი გაათავისუფლეს ცუდი კარმისგან და ვიშნუ მადლობელია. გაუხარდათ კაცებს ეს ამბავი, მოჩეხეს ხე ბოლომდე და ააშენეს ტაძარი.

ტაძარს ოთხივე მხარეს თითო შესასვლელი აქვს.

 

ისევ მწოლიარე ვიშნუს გამოსახულება გველით. წინა დღეებში ასეთი უკვე ვნახე ვიშნუს სხვა ტაძარში, ოღონდ ბევრად დიდი.

პატარა სალოცავი
პატარა სალოცავი

პატარა სალოცავი დაზიანებულია მიწისძვრისგან. ტიპიური ნევარული კარები.

 ნევარული ხელოვნება
კარების ფრაგმენტი
ნევარული ხელოვნება
ნევარული ხელოვნება
ტაძრის ხედი
ტაძრის ხედი

ჩანგუნარაიანი პატარა სოფელია თან საკმაოდ ტურისტული. აქ ტანგკების სახელოსნოებია…

ჩანგუნარაიანში ეთნოგრაფიული მუზეუმიცაა, მისი ნახვა სასურველია, იგი ჩოულებრივ სახლშია მოწყობილი. სახზურავიდან კი შესანიშნავი ხედებია.

ხედი

წყარო
წყარო

ადრე, და ხშირად დღესაც, წყალი ასეთი წყაროებიდან მოჰქონდათ სახლებში. ბაქტაპურში და პატანში ესეთი წყაროები ჯერ კიდევ აქტუალურია.

სოფელი
სოფელი

ასე დამთავრდა ეს დღეც ჩანგუნარაიანში. შემდეგ დღეს უკვე ბაქტაპურში წავედი.


Posted

in

,

by

Comments

One response to “ჩანგუნარაიანი – ნევარული სოფელი და ტაძარი”

Leave a Reply