დილიდან კერამიკის მოედანზე ცხოვრება ჩქეფს.
ფეიქრები აქვე მუშაობენ და აქვე ყიდიან თავის ნაწარმს.
კიდევ ერთი წყარო, ასეთი ძალიან ბევრია ბაქტაპურში, ისევე როგორც ჭები. წყალი ქალაქში პრობლემაა.
ერთი ჩოულებრივი დღე ბაქტაპურში, ცხოვრება ჩვეულ, აუჩქარებელ რითმში მიდის…
ტაძარს ჩაუვლიან, ღმერთებს თაყვანს სცემენ და განაგრძობენ გზას…
ზოგი ძველი, ზოგი ახალი… რა ჯობია ამ ქუჩებში აუჩქარებლად სეირნობას?
აქ ხის ოსტატები მუშაობენ… მათი წინაპრები ქმნიდნენ ულამაზეს შედევრებს, თანამედროვე ოსტატებიც აგრძელებენ წინაპართა საქმეს…
კატმანდუს ველის მცხოვრებები ნევარები როგორც შესანიშნავი ოსტატები სახელგანთქმულები არინ აზიაში. არა მხოლოდ ხეზე, არამედ მეტალზეც შესანიშნავად მუშაობენ.
ნეპალელების სიამაყე – კუკური დანები. ბაქტაპურში დიდი არჩევანია, ყიდვისას კარგად უნდა ევაჭროთ.
ცნობილი ფარშევანგიანი ფანჯარა ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
ცხოვრება გრძელდება მიუხედავად ყველაფრისა.
ზარი და ნანგრევები… ამ ზარით ადრე ხალხს იხმობდნენ მოედანზე რაიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების წინ.
ტაძრის ნანგრევები აქვე ინახება… სანამ არ აღადგენენ…
არქიტექტურული შედევრები ისეთი სიმჭიდროვით არის განლაგებული რომ რას უყურო აღარ იცი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.