დრიგინა ავტობუსით მალე მოვხვდი ამბერ ფორტის ძირში. რაჯასტანის ბუნება მკვეთრად განსხვავდება უტარ პრადეშისგან, უკიდეგანო დაბლობები გორებმა და უდაბნოებმა შეცვალა. ჯაიპური გორებს შორისაა განლაგებული, ჰავა ძალიან მშრალია და ცხელი – დეკემბრის ბოლოს დღე 26-27 გრადუსი იყო. სიმშრალის გამო ალბათ ხეებს ფოთლები არ ჰქონდა და სიმწვანე საერთოდ არ იყო. მხოოდ ეს მაგინებდა რომ ზამთარია.
ამბერ ფორტი იგივე ქარვის ციხე თუ ვთარგმნით, ჯაიპურიდან ჩრდილოეთითაა. მასთან კიდევ მეორე ციხეცაა – ჯაიგჰარ ფორტი, რომლის ბილეთიც იგივეა რაც ქალაქის სასახლის, თუ იმავე დღეს მიხვალთ, ანუ ერთ ბილეთში ორი ობიექტია.
ქვემოდან ამბერ ფორტი ძალიან შთამბეჭდავია. თავი ზღაპარში მეგონა.
ქვემოთ კიდევ ულამაზესი ბაღია.
ზღაპრის გარდა ესპანეთსაც მაგონებდა აქაურობა… ნუ მაავრიტანული ეს არაა მაგრამ მაინც, თან ეს მშრალი პეიზაჟები
ბაღში ლამაზი ნაგებობებია
დავიწყე ასვლა, ნაშუადღევს ბევრი ტურისტი იყო, უმეტესად ინდოელები, ძალიან ცხელოდა.
სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლა
ბაღი და გორა.
აქ გაირკვა რომ თვითონ სასახლეში შესვლა 500 რუპი ღირს, ბილეთზე იმოდენა რიგი იყო პურის რიგი მიმიქარავს, ჩავიქნიე ხელი და წავედი მაღლა გორაზე ჯაიგარჰის ციხეზე რომლის ბილეთიც უკვე მქონდა.
ბუნება
ზედხედები.
ზედა ციხეზე კიდევ უნდა მევლო და მევლო. ცხელოდა.
მივდიოდი და მივდიოდი.
ამბერ ფორტი ზემოდან.
ზედა ციხე გაცილებით უინტერესოა. ხედების გარდა არაფერია სანახავი. გასაგები გახდა რატომ მოყვება “ხურდაში” ქალაქის სასახლეს. დაქანცული ჩამოვედი ბაღში.
სული მოვითქვი და ისევ ვიპოვე ავტობუსი და დავბრუნდი ჯაიპურში.
ამ შენობის ფოტოები დილით გადაიღეთ, პირდაპირ შენობების სახურავიდან.
ასე დამთავრდა ეს დღე ჯაიპურში.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.