ტაჯ მაჰალი ინდოეთის ალბათ ყველაზე მეტად ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. XVII საუკუნეში ჩრდილოეთ ინდოეთში მუსულმანური ბატონობის დრო იყო, მუგალთა დიდ იმპერიას ეკავა ეს ადგილები. აგრა მაშინ დედაქალაქი იყო და იმპერატორი ჰაშ ჯაჰანი. შაჰს დიდი ხარამხანა ჰქონდა, მაგრამ გამორჩეულად უყვარდა თავისი ცოლი მუმთაზ-მაჰალი. მუმთაზი მშობიარობას გადაყვა, როდესაც შაჰს მეთოთხმეტე შვილს უჩენდა. დარდით მოკლულმა შაჰმა გადაწყვიტა საყვარელი მეუღლისთვის ულამაზესი, აქამდე არ ნახული მავზოლეუმი აეშენებინა და მოახერხა კიდეც. თეთრი მარმარილოს მავზოლეუმ-მეჩეთი 21 წელი შენდებოდა მდინარე იამუნას ნაპირზე.
გეგმის თანახმად მდინარის მეორე ნაპირზე თავად შაჰის მავზოლეუმი უნდა აშენებულიყო შავი მარმარილოსგან, მაგრამ 21 წლის შემდეგ შაჰ ჯაჰანი საკუთარმა შვილმა ჩამოაგდო ტახტიდან, ხოლო სიკვდილის მერე ისიც ტაჯ მაჰალში საყვარელი მეუღლის გვერდზე დაკრძალეს.
აგრაში ვარანასიდან ღამის მატარებლით ჩავედი. გავჩერდი სასტუმრო Friends paying guesthouse. ფასი 800 რუპი. სასტუმროს კარგი ტერასა და რესტორანი აქვს. მივედი ვისაუზმე და პირდაპირ ტაჯ მაჰალში წავედი. რაც ადრე მიხვალთ მით უკეთესი რადგან რიგები აქ გარდაუვალია. ტაჯ მაჰალს სამი კარიბჭე აქვს, აღმოსავლეთის – აქ როგორც წესი ავტობუსიანი ტურისტები მოყავთ, სამხრეთის და დასავლეთის. ტაჯ მაჰალიდან 1 კილომეტრის რადიუსში აკრძალულია შიდა წვის ძრავიანი ტრანსპორტის გადაადგილება – ანუ მხოლოდ ველორიქშები და ელექტრომობილები დადიან. ჩემი სასტუმრო დასავლეთ კარიბჭესთან იყო.
ტაჯ მაჰალის ბილეთი 750 რუპი ღირს. ყველაზე ძვირი ბილეთია ინდოეთში. დასავლეთ კარიბჭის სალარო გზის დასაწყისშია ანუ 1 კილომეტრში, მე ეს გამომრჩა და რომ მივადექი მომიწია კიდე ბოდიალი სამხრეთ კარიბჭემდე, რომელიც ქალაქის ვიწრო და უშნო ქუჩემს ებჯინება, ამიტომ ნაკლებადაა დატვირთული. ვიყიდე ბილეთი და შევედი.
გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების ზომები მაღალია და ყველაფერი სასტუმროში დატოვეთ. ბილეთთან ერთად გაძლევენ ნახევარ ლიტრა წყალს და ბაჰილებს.
ესეც კარიბჭე.
თავად ტაჯ მაჰალი მართლაც რომ უმშვენიერესი ნაგებობაა და ღირს ნახვად.
შიგნით გადაღება არ შეიძლება. პრინციპში სივრცე მცირეა, ხალხის ნაკადს შეყავხარ და გამოყავხარ.
შაბათ-კვირას, გამოსასვლელებზე არ წახვიდეთ. მიდით დილით ადრე, სანამ ხალხის ნაკადი მოვა.
დრო თეთრ მარმარილოსაც ამუქებს…
დამშვიდობება ტაჯ მაჰალთან.
აგრაში სხვა ღირსშესანიშნაობებია, მაგრამ მათი ნახვა ვერ მოვახერხე, მეორე დღეს ჯაიპურში წავედი, რაჯასტანი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.