ტარუს სოფელი და სპილოების ბანაობა. ჩიტვანი, ნეპალი

სპილოების შემდეგ ჩავსხედით მანქანაში და წავედით სოფელში. როგორც ადრე დავწერე სახლებს ტორფისგან და თიხისგან აშენებენ, სახურავები ბალახისაა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სახურავს აახლებენ, კედლებიც 3-4 წელიწადში ერთხელ იცვლება.

რაღაცის მარცვლები, ამისგან ზეთს აკეთებენ.

სოფლის ქუჩა. შიფერი ეტყობა აქ “ნავაროჩენი პონტია”

დივალი ახლოვდება და სახლებს ასე ნიშნავენ სიმდიდრისა და ბარაქის ქალღმერთის გული რომ მოიგონ. თუმცა ამათ ეკონომიკურ მდგომარეობას თუ შევხედავთ, ქალღმერთს დიდად არ უყვარს თავისი ხალხი. დივალის შესახებ მერე მოვყვები.

იხვი.
სოფელი დიდი არაფერი წავედით სპილოების დაბანა რომ ვნახოთ. მე და ჩემმა შვედმა მეგობარმა ჩავთვალეთ რომ ამ პროცესში მონაწილეობა სპილოთა უფლებების დარღვევაა. არც გიდმა გვირჩია ჭყუმპალაობა და არც არავინ გამოთქვა ჯგუფში ამის სურვილი, ამიტომ 15 წუთი ვუღეთ სურათები და წავედით სასტუმროში. ლანჩის დროც მოვიდა და ყველას გვშიოდა.

კანოე და ტურისტები

ესეც სპილოებთან ბანაობა.

საწყალ ცხოველებს არ აცლიან წყნარად გაგრილდნენ ტლაპოში.

ლანჩის მერე ცოტახანი წიგნი წავიკითხე, დავისვენე, მერე კი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო – სპილოების ზურგზე ჯუნგლებში სეირნობა.

Comments

Leave a Reply