სოფელი მარფა, ნეპალი, კალი-განდაკი

სოფელი მარფა ნეპალი – მსოფლიოში ულამაზესი სოფელი

ნაჭამ-ჩაი დალეული გამოვედი რესტორანიდან და განვაგრძე ბოდიალი მარფას ულამაზეს ქუჩებში. ამ სოფელში არის პატარა არყის საწარმო, სადაც ხდიან არაყს ვაშლებისგან და გარგლებისგან. როგორც მეღვინეობის ქვეყნიდან ჩამოსულს, ძალიან მაინტერესებდა ადგილობრივი ალკოჰოლის საწარმო, თუმცა, დღეს დიდი ინდუისტური დღესასწაულის დივალის პირველი დღე იყო, და საწარმო დაკეტილი დამხვდა. როგორც ადრე წავიკითხე, ეს საწარმო ძველი ფოსტის შენობაშია განთავსებული.

[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-JT4OtyNYF8E/VGZplbA0dbI/AAAAAAAAZAo/b01MHk_WOHQ/s144-c-o/DSCN1035.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664438437705138″ caption=”მარფას ცენტრალური ქუჩა” type=”image” alt=”სოფელი მარფა” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-SF7HJyjQp2I/VGZplyy4qkI/AAAAAAAAZA4/OLKsPEhdtHA/s144-c-o/DSCN1036.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664444821711426″ caption=”მარფას ქუჩა” type=”image” alt=”სოფელი მარფა” ]

მარფას ქუჩებში ყველაზე დიდი ხიფათი ტიბეტელი მოვაჭრეები არიან. სოფლიდან სამხრეთით ლტოლვილთა ბანაკია, როგორც რესტორან-სასტუმროს პატრონმა მითხრა. სოფელში კი უამრავი სუვენირული მაღაზიაა, სადაც უმეტესად ტიბეტელები ვაჭრობენ. როგორც ბევრგან მქონდა წაკითხული, ტიბეტელები კარგი ვაჭრები არიან, რაშიც საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი. ყველას დავპირდი, რომ უკანა გზაზე შემოვივლი მაღაზიაში და ასე შევძელი დროებით თავის დაღწევა.

[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-Ezb_odTEwhM/VGZpmOXnCuI/AAAAAAAAZA8/cT5xz4lYdgs/s144-c-o/DSCN1037.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664452223503074″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-nZbVjKkNzTI/VGZpmTBdBvI/AAAAAAAAZIk/dmA1nDKTNvw/s144-c-o/DSCN1038.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664453472749298″ caption=”გომპა” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

მალე კოპწია სოფლის ბოლოშიც გავედი, გასასვლელი შესასვლელზე არა ნაკლებ პომპეზური იყო. ხედი შთამბეჭდავი, წითელი გომპა ამაყად აღმართულიყო თეთრი სოფლის თავზე, ქვიშისფერი კლდის ფონზე. ცოტათი სატრანზიტო გზაზეც გავედი რომ კარგი ხედი გადამეღო, თუმცა ელექტრო ანძები ყველგან ხელს მიშლიდა…

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-aAyV6T7rlb8/VGZpmtKEhLI/AAAAAAAAZBI/jpqkNbyPbQo/s144-c-o/DSCN1040.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664460488213682″ caption=”ბირჟა” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-Hv-RV6p_0pg/VGZpnTHf0ZI/AAAAAAAAZBM/eiHDWqFUp7Y/s144-c-o/DSCN1041.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664470677967250″ caption=”ტიპიური მტვერი” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

გავცდი ბოლო მობირჟავე კაცებს და დამთავრდა მოკირწლული ქუჩებიც და მაშინვე დიდი პორცია კალი-განდაკური ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მტვერი ჩავყლაპე.

[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-00FIQQDKZUA/VGZpnq01eRI/AAAAAAAAZBU/8FRSvM4NKn4/s144-c-o/DSCN1042.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664477042145554″ caption=”სოფლის ნობათი” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-PlborYlkgF0/VGZpoKJHGuI/AAAAAAAAZBk/Z99M71NrpNc/s144-c-o/DSCN1043.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664485448686306″ caption=”ხედი” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

მიუხედავად დღესასწაულისა და საწარმოს დასვენებისა, დიდი მაღაზია ღია იყო, რომელსაც პირობითად სოფლის ნობათი დავარქვი. აქ ვიყიდე სოფელში წარმოებული ალკოჰოლური სასმელები, პატარა ბოთლებით, რადგან ჯომსომამდე ფეხით უნდა დავბრუნებულიყავი. ასევე დამაინტერესა და ვიყიდე გარგრის ზეთი, ჩვენს ვევრი გარგარი გვაქვს, თუმცა გარგრის ზეთზე აქამდე არაფერი მსმენია. სხვათაშორის სასმელები საკმაოდ ბანძია, აქაურ ხილის არაყს ჰგავს, რა არც თუ ისე საუკეთეოს. ზეთი კი ძალიან გემრიელი გამოდგა. ნეტა მარტო ზეთი მეყიდა… პროდუქციის არჩევანი საკმაოდ იყო, თან ყველაფერი სოფელში ნაწარმი, ვაშლის და გარგრის ჯემები, კომპოტები, ჩირების მრავალი ნაირსახეობა. ისე კიდევ ჯომსომში ვნახე, აქ ვაშლებს თხელ ფირფიტებად ჭრიან სპეციალური ხელის მანქანით და მზეზე აშრობენ, ჩიპსებივით გამოდის. გასაგებიცაა, ტრეკერებს ისეთი ვაშლი უნდა მიჰყიდო, რომელსაც მინიმალური წონა აქვს. სოფლის ნობათმა იმითაც მომხიბლა, რომ ანალოგიური საქართველოს არცერთ სოფელში არ მეგულება.. აი რა იქნებოდა ჩუმლაყში რომ იყოს მაღაზია, სადაც იქაური ატმების პროდუქციას გაყიდნენ? მუდმივად დამპალი ატმის პრობლემაც მოიხსნებოდა. თან გავიხსენოთ რომ ნეპალი ჩვენზე გაცილებით ღარიბი ქვეყანაა, სრულიად უნიათო მთავრობით… ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი სოფლელებმა ყოველგვარი ზემოდან დახმარების გარეშე შექმნეს. რომ არა ის 6 კილომეტრი რაც ჯომსომამდე ფეხით უნდა მევლო, ჯემსაც ვიყიდდი…

შოპინგის შემდეგ ისევ ვცადე ულამაზესი სოფელი მარფა გადამეღო…

[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-UbsOZeXlRdM/VGZpoX20aII/AAAAAAAAZIk/d9nwhkSoBck/s144-c-o/DSCN1044.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664489130059906″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-LWir6eP1DGc/VGZppTUo2zI/AAAAAAAAZIk/yyqifMADOZs/s144-c-o/DSCN1045.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664505092823858″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

ფოტოსესიის შემდეგ ისევ მარფას ვიწყო ქუჩებს გავუყევი. სადღაც ცოტა სამხრეთით ტიბეტელი ლტოლვილების ბანაკი იყო, როგორც მითხრეს, მაგრამ, ლტოლვილთა ბანაკები სამშობლოშიც იმდენი მაქვს, რომ აქ აღარ დავკარგე ამაზე დრო. თუმცა აქედანაც ჩანდა გაღმა ნაპირზე ერთნაირი სახურავები. ასე რომ უკან შევბრუნდი სოფელში და გავუყევი მარფას წვრილ ქუჩებს.

[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-Ra7J7MibgBU/VGZppg87VRI/AAAAAAAAZB0/z2kRlzKbwFg/s144-c-o/DSCN1046.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664508751467794″ caption=”სასტუმროს ეზო” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-Rw0GdALM4bk/VGZpp1PJoDI/AAAAAAAAZB4/_cGrm1_CQsA/s144-c-o/DSCN1047.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664514196611122″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

გზად წარწერა გეთჰაუსი შემხვდა და კარგად რომ მიმოვიხედე ასეთი ლამაზი შიდა ეზო ვნახე. მეზობელი ჯომსომისგან ან კაგბენისგან განსხვავებით, აქ ცოტაა სასტუმრო. ამან კი ისე მომხიბლა, რომ ხვალინდელი ფრენა რომ არა, სიამოვნებით დავრჩებოდი. პრინციპში ადამიანი აქ იდეალურად დაისვენებდა… სიჩუმე, ეგზოტიკური გარემო… მზე და ახალი ხილი… მეგობრებთან ერთად ამ მყუდრო გარემოში სიამოვნებით დავრჩებოდი.

[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-kgxYEjGLfEk/VGZpqGr1P3I/AAAAAAAAZB8/a38TWDgbUNE/s144-c-o/DSCN1048.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664518880313202″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-mzf3WnBNroM/VGZpqidiYiI/AAAAAAAAZIk/-K5lopiAfBQ/s144-c-o/DSCN1049.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664526336549410″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

გზა განვაგრძე მონასტრისკენ…

[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-aDqUd7uKo7w/VGZpqyfZ1KI/AAAAAAAAZIk/7wYhclJX5I4/s144-c-o/DSCN1050.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664530639344802″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-1ZEZsG4Duek/VGZprMc8q9I/AAAAAAAAZCM/s-4tuEmZUOI/s144-c-o/DSCN1051.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664537608367058″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-v_9ofrdBbGg/VGZpr5tdIKI/AAAAAAAAZCc/x_r_snylsGI/s144-c-o/DSCN1052.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664549757198498″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-yTIQZvTKth4/VGZpsH6iCTI/AAAAAAAAZIk/Fj7sh9nAzBo/s144-c-o/DSCN1053.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664553570142514″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

მიკიბულ-მოკიბული ქუჩების და თეთრი სახლების გარდა აქ ფანჯრებიც ხელოვნების ნიმუში იყო, როგორც დანარჩენ ძველ ნეპალში… ამჯერად გამყიდვლებმა ტყვედ სერიოზულად ჩამიგდეს და წვრილმანი სუვენირების ყიდვით დავიხსენი თავი…

[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-omBs5zCK7DI/VGZpsQd85mI/AAAAAAAAZCs/z5Gs0v_AXp8/s144-c-o/DSCN1054.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664555866187362″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-YBvpy2EW-78/VGZps7iNHLI/AAAAAAAAZDg/08hJkCqXiV4/s144-c-o/DSCN1055.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664567426751666″ caption=”” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]

მარფადან იწყება ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტი რომელიღაც მყინვარის თუ მწვერვალის მარშრუტი, სწორედ ამ კიბით… stairs to heaven 🙂 ჩავუარე თუ არა კიბეს ამ სანდომიანი ტიბეტელი ქალის ტყვე გავხდი მაღაზიაში. როგორც ადრე დავწერე, ნებისმიერ ტიბეტურ მაღაზიასა თუ კაფეში აუცილებლად არის დალაი ლამას სურათი. ასევე ასაკოვანი ტიბეტელი ქალები ეროვნული სტილის ტანსაცმლით დადიან, როგორც ქვედა ფოტოზე ჩანს. ორი მძივის ყიდვის შემდეგ განვთავისუფლდი და მონასტრის კიბეებამდეც მივედი.

[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-viP92qIwUPY/VGZptFWrgNI/AAAAAAAAZCw/exL2R5unH0E/s144-c-o/DSCN1056.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664570062766290″ caption=”ტიბეტელი ქალი” type=”image” alt=”მარფა ნეპალი” ]


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply