სიკვდილი ინდუისტურ სტილში…

 მდინარე ბაგმატი, პაშუპატინათი, აქ წვავენ მიცვალებულებს. შემდეგი სურათები სულ ამ თემაზეა ასე რომ ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ თავს გაუფრთხილდით.
ნეპალში კრემაციაც ტურისტული ატრაქციაა.. ერთგვარი…

ინდუისტებში არაა მიღებული დაკრძალვა, აქ კრემაციაა, თანაც ძალიან სასურველია რომ ეს მდინარის ნაპირას მოხდეს, განსაკუთრებით სასურველი კი ან განგის ნაპირია, ან თუნდაც მისი რომელიმე შენაკადის. ნეპალში კი წმინდა მდინარე ბაგმატია, განგის შენაკადი. ბაგმატის ნაპირზეა შივასადმი მიძღვნილი კომპლექსი პაშუპატინათი და აქ ბაგმატისკენ კიბეებზე აშენებულია სპეციალური პლატფორმები, რომლებზეც ხდება კრემაცია. ინდუისტისთვის აქ დაწვა ნისნავს მინიმუმ კარგ რეინკარნაციას, მაქსიმუმ სანსარისგან განთავისუფლებას.

მიცვალებულს ჯერ მდინარეში განბანენ, მერე აქვე ნაყიდ შეშაზე დაასვენებენ და უფროსი ვაჟი მოუკიდებს შეშას ცეცხლს. შემდეგ კი უკვე ტაძრის მუშაკები ადევნებენ თვალყურს რომ კოცონი არ ჩაქვრეს და გვამი დაიწვას. გვამზე არსებული ძვირფასი ნივთები და ოქროს კბილებიც ამ მუშაკების საკუთრება ხდება. დაწვის შემდეგ ძვლებს და ფერფლს ბაგმატში ყრიან და წყალს ატანენ.

ეს პლატფორმა არ გამოიყენება, რადგან სამეფო ოჯახის წევრებისთვის იყო, ახლა კი ნეპალი რესპუბლიკაა.
ნარინჯისფერ ნაჭერში გახვეული გვამია, მას ახლა დაასვენებენ იმ დახრილ ქვაზე და განბანენ.

ზევიდან ხედი…

კრემატორიუმი

ისე ინდუიზმის წმინდა მდინარეები რატომღაც ზებინძურია…

ახლოს ხედი

ტურისტები გვამთან

იგივე ხედი შორიდან. ის ნარინჯისფერი უკვე დაასვენეს იმ ქვაზე და ნათესავებმა უნდა განბანონ

განბანვა

მერე კი აქ დაიწვება…


Posted

in

,

by

Comments

One response to “სიკვდილი ინდუისტურ სტილში…”

Leave a Reply