საკრედიტო მაიდანი

საკრედიტო მაიდანი კიევში

პოსტი ეძღვნება ყველას ვისაც დოლარში აქვს კრედიტი 🙂

უკრაინაში 2004-2008 წლებშიც ბევრმა აიღო იპოთეკური სესხები, როდესაც 1 დოლარი 4-5 ჰრივნა იყო. შემდეგ დადგა 2008 წლის კრიზისი, როდესაც ჰრივნა დაეცა და 1$ 8 ჰრივნა გახდა. მას შემდეგ დოლარში კრედიტების გაცემა საერთოდ აიკრძალა, მცირე სესხები ვისაც ჰქონდა კი დაფარეს, მაგრამ დარჩნენ იპოთეკარები, ვინც სესხი ათწლეულები უნდა ფარონ. ნაცნობი სიტუაციაა არა? უკანასკნელი წლის მანძილზე კი ჰრივნა კიდევ დაეცა 300%-ით და დღეს 1$ 25 ჰრივნაა. ხელფასები კი უკრაინაში არ გაზრდილა, ამიტომ იპოთეკარები საერთოდ გამოუვალ მგდომარეობაში აღმოჩდნენ, რადგან ბანკში ყოველთვიური შესატანი რამდენიმეჯერ აღემატება შემოსავალს.

[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-rj7rn93cwCE/VSY3MgX-1QI/AAAAAAAAcmM/2QOy0n8rjs4/s144-c-o/DSCN1989.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652230327358722″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1989.JPG” ][pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-SlokdpNd3i4/VSY3SDSDLAI/AAAAAAAAcl8/X9HcqMdk4xA/s144-c-o/DSCN2001.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652325597064194″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2001.JPG” ]

და დაიწყო საკრედიტო მაიდანი ეროვნული ბანკის შენობის წინ. მოთხოვნებია მხოლოდ სესხის ფუძის გასტუმრება პროცენტების გარეშე. სიტუაცია მართლაც მძიმეა. საუბრებიდან გავიგე რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი სასამართლო პროცესებშია ჩართული, ბანკმა რომ სახლები არ წაართვან.

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-js9i2fpir2w/VSY3M1mHgeI/AAAAAAAAclE/h8zNK-zv3k8/s144-c-o/DSCN1990.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652236023792098″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1990.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-P7pt1CXMENg/VSY3N_opWLI/AAAAAAAAclQ/8DuVpJTX1No/s144-c-o/DSCN1991.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652255898622130″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1991.JPG” ]

შარშანდელი გაზაფხულიდან მიმდინარეობს საკრედიტო მაიდანი. მარცხნივ ოქროსფერი ბუნკერი “ლუსტრატორია” 🙂

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-x2H8gbL0IMU/VSY3OYONwMI/AAAAAAAAcmA/e-jMUs1Bi3o/s144-c-o/DSCN1992.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652262498648258″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1992.JPG” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-kFjDhhK-7eI/VSY3O5Tb5oI/AAAAAAAAcmQ/yUVox66gclA/s144-c-o/DSCN1993.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652271378916994″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1993.JPG” ]

ეროვნული ბანკი კი ძალიან ლამაზ შენობაშია განთავსებული. ჩემი ერთ-ერთი კიეველი მეგობარიც იპოთეკარია და ამ აქციების აქტივისტი, სწორედ ამიტომ ამოვყავი თავი აქ პირველივე დღეს. პრინცპში აქცია როგორც აქცია, ხალხი ზის და ელოდება…

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-dj_RE5aszKM/VSY3PY3tfrI/AAAAAAAAclc/XNj8y9aXr8I/s144-c-o/DSCN1994.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652279852564146″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1994.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-_oPdLvu6YmM/VSY3QP6se8I/AAAAAAAAcl4/-hN26JPTfKE/s144-c-o/DSCN1995.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652294629030850″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1995.JPG” ]

არქიტექტურა კი ლამაზია…

[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-dZyGkOi_iYY/VSY3QTHy22I/AAAAAAAAclo/ODBJGvick_E/s144-c-o/DSCN1997.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652295489280866″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1997.JPG” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-c4ngemlL04I/VSY3RKSxVDI/AAAAAAAAcl0/JpnNAILYMes/s144-c-o/DSCN1999.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652310299268146″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1999.JPG” ]

აქტივისტებს ბეიჯებიც აქვთ თუმცა რისთვის არ ვიცი. ცოტა ხანი ვუღეთ სურათები და წავედით სასეირნოთ. აი ასე…

[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-t2nNV_wU4oE/VSY3RY1vCuI/AAAAAAAAclw/f2S1LSkP9sE/s144-c-o/DSCN2000.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/CreditMaidanKiev#6135652314204015330″ caption=”” type=”image” alt=”DSCN2000.JPG” ]

გული მოგრძნობს აქაც მოვა ასეთი მიტინგების დრო… რადგან დოლარში კრედიტები გაცილებით მეტ ხალხს აქვს აქ აღებული.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply