მაჰაბალეშვარის მიდამოებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა პრატაპადჰის ციხე, რომელშიც რომელიღაც მაჰარაჯები ბატონობდნენ. ციხე 30 კილომეტრშია. როგორც გავარკვიე ავტოსადგურიდან 9:30-ზე სახელმწიფო საექსკურსიო ავტობუსები დადის ყოველ დღე. მივედი დილით და შევუერთდი ექსკურსიას. ჩემს გარდა უცხოელები მხოლოდ ასაკოვანი ჩინელი წყვილი იყო. ავტობუსი ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ავტობუსი, ძალიან ძველი და ხმაურიანი. ავტობუსს ჰყავდა ტურლიდერი. ფასი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოკრძალებული იყო.
ხედები გზიდან.
პირველი რაც ვნახეთ იყო “ტრადიციული სოფელი” მინი ეთნოგრაფიული მუზეუმი.
თან ასეთი ფიგურები იყო ყველგან რაც ძალიან აცოცხლებდა “სოფელს”.
ინდოელები ინდოელები არ იქნებოდნენ სათითაოდ ყველაფერთან სურათი რომ არ გადაეღოთ ცალ-ცალკე და ჯგუფურად.
ეთნოგრაფიული “მუზეუმის” იდეა ძალიან მომეწონა. თუმცა პატარაა ძალიან და რაღაცნაირი ბავშვური, მაგრამ ეს ხომ ინდოეთია.
“სოფელში” ინდოეთისთვის არარეალური სისუფთავე და წესრიგი იყო :))
ასეთი სახლები ბევრი ვნახე უტარ პრადეშში, მაგრამ იქ არც სისუფთავე იყო არც ასეთი კოპწია სოფლები, ჯოჯოხეთს უფრო ჰგავდა…
მაგრამ იდეაც და შესრულებაც ძალიან მომეწონა.
საქართველოშიც კარგი იქნებოდა ასეთი ადგილი.
გლეხების ოჯახი – განასხვავეთ ფიგურები ხალხისგან 🙂
სოფლიდან წავედით უკვე ციხისკენ.
ჩვენმა ავტობუსმა მუზეუმის გიდი აიყვანა, თუმცა გიდი ჰინდიზე საუბრობდა მხოლოდ და მე არაფერი მესმოდა.
ჩვენს წინ დიდი სასკოლო ექსკურსია იყო და მათ ძალიან ტემპერამენტული გიდი ჰყავდათ. ისე ყვებოდა, რომ 10 წუთი მეც ვიდექი და ვუსმენდი, თუმცა არცერთი სიტყვა არ მესმოდა.
ენობრივი ბარიერის გამო ჯგუფს გამოვეყავი და მარტო განვაგრძე ბოდიალი.
რა თქმა უნდა ბევრი მაიმუნი იყო.
რესტავრირებული კედლები. ძალიან ცხელოდა…
ისე ეს ციხე სრულიად უაზრო რესტავრაციის მსხვერპლია… შიგნით უსახური კაფეები და მაღაზიებია. არ მომეწონა.
აი ასეა. გარედან უფრო შთამბეჭდავი იყო.
ბოლოს დაბლა ჩამოვედი, მარწყვი ვიყიდე და ჩაი დავლიე. ყველგან სუვენირებში ვიღაც მაჰარაჯის გამოსახულება იყო. ენობრივი ბარიერის გამო მის შესახებ ვერაფერი გავიგე. შუა დღის მერე დავბრუნდით მაჰაბალეშვარში. დანარჩენმა დღემ გერმანელ მეზობლებთან ერთად სიზარმაცეში ჩაიარა, გერმანელები მეორე დღეს მიდიოდნენ, მე კი დამეზარა და კიდევ გადავწყვიტე აქ დარჩენა.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.