პოჰარა – ჯომსომი ნეპალი შიდა ავია ფრენები

 ნეპალის დიდი ნაწილი ჰიმალაებია. აქ ბევრი რეგიონი და სოფელია სადაც არაა საავტომობილო გზები. ათასობით ადამიანი ცხოვრობს ისეთ სოფლებში სადაც მანქანის ბორბალი არ მიგორებულა. ამიტომ, მთიან რეგიონებთან დასაკავშირებლად შიდა ავიახაზები სასიცოცხლო მნისვნელობისაა. ჯომსომში გზა რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, თუმცა ისეთი გზაა, რომ 100კმ-ს 10 საათი დრო სჭირდება. ნეპალში რამდენიმე ავიაკომპანია ახორციალებს შიდა ფრენებს. მე სიმრიკის ბილეთები მომყიდეს. ეს პატარა ავიაკომპანია აღმოჩნდა, სადაც პუნქტუალურობის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ.
ამრიგად დილის 6 საათზე აეროპორტში ვიყავი გამოჭიმული, საჯომსომოდ ჩაცმულ დახურული და გუდა-ნაბად აკიდებული. თუმცა ჩემს გარდა მარტო დამლაგებელი და დაცვა იყო. თუმცა ფრენის დრო მოვიდა, მაგრამ რად გინდა…
მერე გამოაცხადეს ჯომსომში ცუდი ამინდიაო, ქარიაო… თან სიმრიკის თვითმფრინავი კატმანდუდან მოფრინავდა. რამდენიმე საათსი შეიკრიბა ხალხი. მოკლედ სიმრიკს განრიგით დღეში 3 რეისი აქვს პოჰარა-ჯომსომი. სინამდვილეში კი ერთი სრულდება სრულიად შემთხვევით დროს. თან ეს ოქტომბერში, ცხელ ტურისტულ სეზონზე.

 გათენდა. მზეც ამოვიდა. დაცხა. გვითხრეს 8 საათზე გამოაცხადებენ ფრენასო, მერე 9 საათზეო… ვდგავართ ველოდებით.

 აეროპორტი…

 ავტოსადგომი. მერე ყველამ გადავინაცვლეთ მეორე სართულზე ბუფეტში. აქ მუსტანგელი ბერი გავიცანი, ვისთანაც კორუფციაზე საუბარი მქონდა. ბერმა იწუწუნა, რომ ტურიზმიდან შემოსული თანხები რეგიონის განვითარებას არ ხმარდებაო.

 მაჩიპუჩარე. უკვე რომ აღარ გვჯეროდა, გამოაცხადეს ჯომსომის ფრენა. ბედნიერები გავიქეცით თვითმფრინავისკენ.

 ესეც სიმრიკის თვითმფრინავი.

 გავფრინდით

 კაბინა

 სალონი

 პოჰარა ზემოდან

 რჩევები მოგზაურებს. პოჰარა-ჯომსომზე იყიდეთ ტარას ბილეთები. ბევრი თვითმფრინავები ჰყავთ და მარშუტკებივით ხშირად დაფრინავენ. თუ კი სიმრიკის ბილეთის მფლობელი აღმოჩნდით, მოიმარაგეთ პოპკორნი, დაიკიდეთ ფეხებზე საათი და აუცილებლად პირველი ფრენა იყიდეთ, ხზ როდის გაფრინდება, მაგრამ ოდესმე გაფრინდება, მოხვედრის შანსი დიდია. მეორე, მესამე ფრენები არ არსებობს

 ზედხედი. ნახვამდის პოჰარა!


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply