მზის ჩასვლა ჩიტვანში

მზის ჩასვლისთვის მდინარის ნაპირთან მივედით სადაც ბევრი ხალხი იყო, ყველა ფოტოტექნიკით შეიარაღებული.

ხედები მართლაც ულამაზესი იყო, მიუხედავად ცოტა ღრუბლებისა.

კანოე

მზის ჩასვლის ფერები….

ასე დამთავრდა პირველი დღე ჩიტვანში. მეორე ძალიან საინტერესო გველოდებოდა. წავედით სასტუმროში, სადაც გიდმა შემდეგი დღის გეგმები გაგვაცნო. დილას 5:30-ზე ვიწყებდით. ასე რომ ვახშმის მერე ადრევე დავწექით. მე ისეთი დაღლილი ვიყავი რომ ძილი ადრევე მომერია.

Comments

Leave a Reply