მარფას მონასტერი

მარფას მონასტერი ხედები ზემოდან

მარფას მონასტერი გამოჩნდა… ავუყევი კიბეებს მონასტრისკენ, კიბე შუაზე იყო გაყოფილი სალოცავი ბორბლებით. ნელნელა ავდიოდი… გზად ერთი-ორი მოხუცი შემხვდა მხოლოდ. თეთრ შენობასთან რომ ავედი, პირველი ფოტოებიც გადავიღე.

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-sXkX626VY9o/VGZpuOrmXsI/AAAAAAAAZDI/CBqHsOXnErY/s144-c-o/DSCN1061.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664589746298562″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-xQjN4jgIR-c/VGZpu-pw9vI/AAAAAAAAZDQ/xBSHIdTrbkM/s144-c-o/DSCN1062.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664602623506162″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

ხეობის ხედმა სვანეთი გამახსენა, წიწვოვანი ტყის გამო, ვიწრო ხეობაში. ამით მსგავსება მთავრდებოდა. სახერავებზე, კონტურზე შემოწყობილი შეშა ტიპიურია აქაურობისთვის, და რა თქმა უნდა სალოცავი ხუთფერა დროშები…

[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-PlljRLSNRlA/VGZpvEqcaqI/AAAAAAAAZDU/AfGFZHCkf4w/s144-c-o/DSCN1064.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664604236966562″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-UazwcPB_X8c/VGZpw9MFWbI/AAAAAAAAZFM/_FGL4p_DU8U/s144-c-o/DSCN1065.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664636590315954″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

ორივე მხარეს ულამაზესი ხედები იყო, სოფელი მარფა კი როგორც შიგნიდა, ისე ზემოდან ყველაზე ლამაზი სოფელი იყო რაც კი მენახა…. აკურატულად მოწყობილი სახლები და სათავსოები…. ზოგან წყლის მზის გამათბობლები ჩანდა სახურავებზე, სხვა არაფერი მიუთითებდა რომელი საუკუნეა…

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-OBMD_m8Nc3Y/VGZpvzLL8qI/AAAAAAAAZIk/NyrD2RobjYE/s144-c-o/DSCN1066.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664616722330274″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-qzRjVhKCiP8/VGZpwqUpCCI/AAAAAAAAZDw/f0i7BNUPenM/s144-c-o/DSCN1068.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664631525935138″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

სოფლის ქვემოთ ბაღები ჩანდა… ჩემი რესტორნის სახურავიც დავინახე, ეულად მდგომი მაგიდით და სკამით, სადაც ახლახანს ვისაუზმე.

[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-eyuDWwie5Z0/VGZpw7qwVpI/AAAAAAAAZEA/MEMFA8jRkLg/s144-c-o/DSCN1070.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664636182091410″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-l0RmsiZzwoc/VGZpxQ3T5NI/AAAAAAAAZD4/lD22mgbW3z4/s144-c-o/DSCN1071.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664641871897810″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

თეთრ შენობაში შევედი და შიდა ეზოში ავღმოვჩნდი. აქ ყველაფერი დროშებით იყო მორთული, ცაც კი… ეზოში რამდენიმე ასაკოვანი ბერი იჯდა და მზეს ეფიცხებოდა. მე არავითარი ყურადღება არ მომაქციეს. მივიხედ-მოვიხედე და კიდევ ერთი გასასვლელი ვნახე და გავედი. ისევ კიბე, ზემოთ კი წითელი მონასტერი.

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-sVjzOZZEtS8/VGZpxpxMoGI/AAAAAAAAZFU/lApZAhsn1Ak/s144-c-o/DSCN1072.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664648557142114″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-CG409Bw9jL0/VGZpx6PapWI/AAAAAAAAZEI/QOLcqDqjXYY/s144-c-o/DSCN1073.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664652978857314″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

შავ-თეთრ რეჟიმში ეს ადგილი ისე გამოიყურება, თითქოს ფოტო XX საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. ეს ფაცხები მგონი სათავსოები უნდა იყოს ან მოსავლის ან საქონლის. აქაც ძირითადად თხები ჰყავთ. ეტყობა რთული რელიეფის და ბალახის სიმწირის გამო ყველაზე კარგად თხები ახერხებენ აქ ცხოვრებას. პრინციპში საქართველოში თხები ცოტაა, ცხვრის ფარას რამდენიმე თხა მიუძღვება ხოლმე… აქ კი პირველად დავინახე მხოლოდ თხების ფარები. ამ სათავსოებმა ისევ ხევსურეთიგ გამახსენა…

[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-0lraGtw-vac/VGZpy2kUMnI/AAAAAAAAZEY/wJmTFJMeymA/s144-c-o/DSCN1075.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664669172642418″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-tmevvepz_Qg/VGZpzVTBdbI/AAAAAAAAZEk/oUdNVHiP0rw/s144-c-o/DSCN1076.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664677421610418″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

ნეპლში სახურავები უქმად არ ცდება, სახურავები ამ ქვეყანაში ბრტყელია და საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგან კაფეთ, ზოგან ტერასად, ზოგან კი სხვადასხვა მარცვლეულის გამოსაშრობად იყენებენ. არ ვიცი აქ რას აშროვდნენ, მაგრამ თითქმის ყველა სახურავზე რაღაც მარცვლები იყო გამოფენილი და შრებოდა.

[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-dxR80cqV2WU/VGZpz2gNI9I/AAAAAAAAZEo/G1LC4IM9So4/s144-c-o/DSCN1077.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664686335271890″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-0eEvQZoII2I/VGZp0JxwlwI/AAAAAAAAZE0/ptDUoNv-JSs/s144-c-o/DSCN1080.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664691509171970″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

ამ კლდეზე მგონი რაღაც ლეგენდა უნდა იყოს, და ტიბეტურად დაწერილი მანტრა უეჭველი რაღაცისგან იცავს და მფარველობს სოფელს… აქაური ატმოსფეროდან და სილამაზიდან გამომდინარე, ალბათ მართლაც ასეა… უფალო შეგვიწყალენ ტიბეტური ვერსია. იმ წითელ-თეთრ კლდესაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს… იმედია სხვა დროს გავიგებ აქ რა ხდებოდა.

[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-uDsFtE-dYps/VGZp08G5fiI/AAAAAAAAZE8/aclFl4SWG9w/s144-c-o/DSCN1082.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664705019608610″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-urX8U5AW8t8/VGZp1ZC70NI/AAAAAAAAZIk/8DzvHHyh-SQ/s144-c-o/DSCN1084.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664712787611858″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-ycT5W6xkLXI/VGZp1rW7KWI/AAAAAAAAZIk/eO5uhXBoI_Q/s144-c-o/DSCN1085.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664717703293282″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-eqWsjW9Q0hA/VGZp2d_EG7I/AAAAAAAAZFc/D9d-CGWcBsY/s144-c-o/DSCN1087.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664731293424562″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

ჩვეულებისამებრ მონასტრის სახურავზე უხვად იყო დროშებიც, ბუდიზმის ხუთფერა და ნეპალის სამკუთხა დროშა ადვილი საცნობი იყო, მაგრამ ეს ცისფერი რისი დროშაა ვერ მივხვდი. წითელი გომპა დაკეტილი დამხდა. შიდა ეზოში მხოლოდ ერთი ასაკოვანი ქალი ვნახე, თვალები დახუჭული ჰქონდა და მზეს ეფიცხებოდა. არც მან მომაქცია არავითარი ყურადღება. არც მე შევაწუხე, უბრალოდ ჩამოვჯექი და განვაგრძე ხედებით ტკბობა.

[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-vkkUhI3ncAw/VGZp2vB8-1I/AAAAAAAAZIk/tMqciSJVK-I/s144-c-o/DSCN1088.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664735868943186″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-jGkODVoOa5E/VGZp3WUDFMI/AAAAAAAAZIk/XoLfSHH3OZw/s144-c-o/DSCN1090.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664746413823170″ caption=”” type=”image” alt=”მარფას მონასტერი” ]

 ვიღაცის ხის შიდა კედელი და ეზო ჩანდა აქედან… ზიხარ აქ, მთელ სოფელს გადმოყურებ ზემოდან, ზოგის ეზოს და სახლ-კარსაც კარგად ხედავ… საინტერესო ადგილია.. თან ძალიან ჩუმი… სამწუხაროდ ინტერნეტში ამ მონასტრის შესახებ მხოლოდ ის გავიგე რომ ნინგმას მიმდინარეობისაა. ეს მიმდინარეობა აქ ტიპიური არაა.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply