მარტორქა ჩიტვანში. ნეპალი

 როგორც ადრე დავწერე მარტორქა წითელ წიგნშია. ეს უზარმაზარი ცხოველი ბრაკონიერების ხშირი მსხვერპლი სწორედ რქის გამოა. მიუხედავად იმისა, რომ მარტორქა ბალახით იკვებება, იგი ძალიან აგრესიული და საშიში მხეცია, რაშიც არცერთ მტაცებელს არ ჩამოუვარდება. გიდმა როგორც გვითხრა მარტორქა ცუდად ხედავს მაგრამ კარგად ყნოსავს, საშიში ეშვები აქვს და ახლოს მისვლა არ შეიძლება. თანაც მიუხედავად გაბარიტებისა სწრაფადაც დარბის.

 ცოტა ლოდინის შემდეგ ჭაობში დავინახეთ ეს არსება. დიდი ზუმით სრულ სიჩუმეში დავიწყეთ ფოტონადირობა. მარტორქამ ვერ შეგვამჩნია, ამოვიდა ნაპირზე და მალე მიიმალა ტყეში.

 ჩემი ფოტონადირობა

Comments

Leave a Reply