მეორე დილას კარლოსმა, ჩემმა ესპანელმა მეზობელმა შემომთავაზა სამკაულების ნახვა. ერთად დავლიეთ ლასი და ჯერ საამქრო ვნახეთ.
მერე გავისეირნეთ.
ეს ციხესიმაგრე და ტაძარი ჩემს უბანშია. ორივე თანამედროვეა. ისე უბანი კი კარგი მქონდა კარგი სიმპატიური სასტუმრო რომ მქონოდა ვერაფერზე ვერ დავიწუწუნებდი.
ნახვრად ძვირფასს ქვებს ქუჩაში ასე ყიდიან
მაგრამ არ გირჩევთ მცოდნე ადამიანის გარეშე ასე რამის ყიდვას. მატყუარების მეტი რაა ჯაიპურში?
ეს უკვე მზა პროდუქტი კარლოსის პარტნიორების მაღაზიაში.
ქვები.
აქედან კარლოსის საყვარელ ადგილას წავედით – მაიმუნების ტაძარში.
ტრანსპორტი ამ ჭიშკრამდე მიდის, მერე ფეხით გორაზე უნდა ახვიდეთ.
გზაზე მაძღარი მაიმუნები სხედან. ჰანუმანის თაყვანისმცემლები უხვად აჭმევენ ტაძრის გარშემო მცხოვრებ მაიმუნებს.
არხეინი ცხოვრება
ავღოღდით. ცხელა
მაგრამ როგორც გაირკვა ყველაზე საინტერესო გორის მეორე მზარეს არის. ჩავედით ვიწრო კანიონში.
მთელი მაიმუნური ქალაქი დაგვხვდა.
ახალი ტაძრის მშენებლობა
ძალიან ლამაზი ადგილია.
სასახლე
აი ასეა ეს ჩამალული კანიონში.
პატარა მდინარეა დაგუბებული.
ზემოდან ეს ყველაფერი.
ჯაიპური მაიმუნების ტაძრიდან.
ეს კი ჩვენს უბანში დიდი იუველირული მაღაზიაა.
ჯერ კიდევ ბოდჰ გაიადან რომ დავბრუნდი ვარანასიში, მაშინ დათრგუნულმა შევცვალე სამოგზაურო გეგმები და გადავწყვიტე სამხრეთ ინდოეთში წასვლა, სპონტანურად ვიყიდე ჯაიპურიდან ბანგალორის ბილეთი. ბანგალორიდან ჰამპიში უნდა წავსულიყავი.
საღამოთი წავედი აეროპორტში და 2.5 საათის შემდეგ უკვე დავეშვი ბანგალორში.. კარნატაკა.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.