ჰამპიში დღეები ერთმანეთს ჰგავდა… ზარმაცულად ვისვენებდით, ხან ერთ მუთაქაზე მოვთავსდებოდით ხან მეორეზე. საღამოს მზის ჩასვლის სანახავად გავდიოდით. ჩვენი ბელგიელი მეგობრები თინა და იოჰანი ძალიან კარგი ადამიანები გამოდგნენ.
ინტერნეტისთვის სოფელში გავედით.
ბობ მარლი აქაც უყვართ. მოსაწევი აქაც უხვადაა.
ეს ძალიან მომეწონა. მართლაც ასეა… უკვე 2 თვის წამოსული ვიყავი სახლიდან და რამდენი ახალი საინტერესო ადამიანი გავიცანი. გადაიკვეთები ვინმე საინტერესო ადამიანთან, უცებ დამეგობრდებით. რამდენიმე დღე ერთად ხართ, უზიარებთ ყველაფერს ერთმანეთს, მერე კი შორდებით, გზები იყრება… და ახალ ადგილას ახალ ხალხს ნახულობ. ამიტომ მიყვარს ძალიან მარტო მოგზაურობა. განსაკუთრებული ხიბლია ამაში. სხვა ასეთ მარტო მოგზაურებს უცებ ხვდები. საქართველოში რომ ვარ ზუსტად ეს მენატრება ძალიან.
კიდევ ერთი დღე დამთავრდა.. ხვალ ახალი დღე დადგება.
ყოველი მზის ჩასვლა ულამაზესია…
არგენუდიში ბანკომატი არ მუშაობდა, მოგვიწია განპატიში წასვლა. უკანა გზაზე გადავწყვიტეთ ლაქშმის ტაძრის ნახვა. შეგვეშალა და განეშის ტაძარში მოვხვდით.
ფეხზე გავიხადეთ ეზოში შესვლისას…
ტაძარში ძონძებში ჩაცმული ასაკიანი კაცი დაგვხვდა და გვანიშნა რომ გავყოლოდით.
ლოდები..
აქ იაღლიში მომივიდა, ხიდან მაიმუნმა მომაფსა…
ლაქშმის ტაძარი გორის მეორე მხარეს ყოფილა. პირდაპირ კი ჰანუმანის მთა.
მდინარე… ულამაზესია ჰამპის მიდამოები…
ღმერთების და ტიტანების ბრძოლის ველი…
სადღაც აქ შივას გამოქვაბულია. ჩვენს მეგზურს სწორედ მანდ მივყავდით.
ფეხშიშველა აქ სიარული არ იყო ადვილი
ჰამპი!
რა ძალამ დაყარა ეს ლოდები ასე?
კიდევ ერთი დღე დასრულდა ასე ლამაზად
აქ ხალხიც ძალიან ნელია და მდინარეც…
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.