ლალიტპური პატანის ძველი სახელია, რაც სილამაზის ქალაქს ნიშნავს. ოდესღაც, როდესაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო, ლალიტპური ერთ-ერთის დედაქალაქი იყო. დღეს კი, როდესაც კატმანდუ მეგაპოლისი გახდა, პატანი მის სამხრეთ შემოგარენად იქცა. კატმანდუს და პატანს ახლა მხოლოდ მდინარე ბაგმატი ჰყოფს. კატმანდუს ცენტრიდან პატანის დურბარის მოედნამდე მხოლოდ 5-6 კილომეტრია. დივალის დილას გადავწვიტე ფეხით გამესეირნა. ბევრი ვიარე თუ ცოტა პატანის დურბარს ჩრდილოეთიდან მივადექი.
პატანი მიწისძვრამ შედარებით დაინდო…
ყველა ძირითადი ტაძარი თავის ადგილზეა…
განსაკუთრებით გამეხარდა კრიშნას ეს ულამაზესი ტაძარი რომ გადარჩა.
ადრე ლალიტპურში ძირითადად ბუდისტი ნევარები ცხოვრობდნენ და რა თქმა უნდა ბუდისტური ტაძრისთვის არ დაიშურეს თავისი განთქმული ხელოვნება. წავედი ოქროს ტაძრის სანახავად. მართლაც ძალიან შთამბეჭდავია.
ეს კი ალბათ ბუდისტი მეფე და მისი დედოფალია…
ეს კატმანდუა, აქ ბუდიზმი და ინდუიზმი ერთმანეთში ორგანულად არის შერწყმული…
ტაძრის შესასვლელი ასე შთამბეჭდავად გამოიყურება.
დურბარის მოედანს მხოლოდ ერთი ტაძარი გამოაკლდა, ისე კი ისეთივე მშვენიერია როგორც ადრე.
დანგრეული ტაძრის საკურთეველს ფანჩატური გაუკეთეს.
გავედი გავისეირნე ქუჩებში… აქაც სტუპა შემხვდა…
ტაძრის სახურავი.
ლალიტპურში კარგად მუშაობენ ბრინჯაოზე, აქ ბრინჯაოსგან დამზადებულ ნებისმიერ რამეს იყიდით, განსაკუთრებით თუ ქანდაკებები გაინტერესებთ აქ უნდა მოხვიდეთ.
კიდევ ტაძარი
საკურთხეველი…
დივალიზე ტრადიციაა – ყველა სახლისა თუ დაწესებულების წინ პატარა მანდალა უნდა იყოს გაკეთებული ქალღმერთ ლაქშმის საპატივცემლოდ. ასევე დიდ მანდალებს აკეთებდნენ. ლალიტპურში რაღაც სტუდენტური კლუბი აკეთებდა, ვუყურე ვუყურე და ვთხოვე რომ ჩემთვისაც მოეცათ ეს ფერადი ქვიშა და ჩავერთე საქმეში.
მომშივდა, წავედი ერთ-ერთ სახურავზე რესტორანში საჭმელად. ზემოდან ასე გამოიყურებოდა ყველაფერი:
საღამოთი რაღაც კონცერტი უნდა დაწყებულიყო…
მგონი ესე შივა და პარვატი უნდა იყვნენ.
კატმანდუსკენ ფეხით წავედი, გზად კი ეს ლამაზი ტაძარი შემხვდა, სულაც არ დაზიანებულა.
დასასრულს კი სთრით არტი
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.