კოპანის მონასტერი

კოპანის მონასტერი

შარშან 10 დღე გავატარე კოპანის მონასტერში, რომელიც კატმანდუს ველის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. წელსაც მინდოდა დაბრუნება, პრინციპში ნეპალში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კოპანი იყო.

კოპანის ისტორია 70-ანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთიდან კატმანდუში ორი ბუდისტი ლამა ჩამოვიდა – იეშე, რომელიც ტიბეტელი ლტოლვილი იყო და ზოპა, რომელის ნეპალელი შერპა იყო. მათ თან მათი ამერიკელი მოსწავლე ახლდათ, რომლის ინიციატივითაც უნდა დაარსებულიყო მონასტერი, რომლის კარი უცხოელებისთვის ყოველთვის ღია იქნებოდა და სადაც მათ გააცნობდნენ ბუდიზმს, მედიტაციას…
იმ დროს კატმანდუში ევროპიდან ბევრი ჰიპი ჩამოდიოდა…

ლამა იეშეს სწავლების მეთოდები ბევრს მოსწონდა. 1971 წელს დაიწყეს ერთ თვიანი რეტრით კურსები უცხოელებისთვის, სადაც მოსული ხალხი სწვლობდა ბუდიზმის ძირითად დებულებებს და მედიტირებდნენ. მას შემდეგ 40 წელი გავიდა, ლამა იეშე დიდი ხანია გარდაიცვალა, კოპანი კი ნეპალში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონასტერი გახდა, სადაც 300-მდე ბერია. აქვეა დედათა მონასტერიც. ყოველწლიურად კოპანში ალბათ ათასზე მეტი ადამიანი მოდის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

შარშანდლიდან მინდოდა კომპანში დაბრუნება ერთი თვით, ნოემბერში, თუმცა, უშუალოდ დაბრუნების წინ მოტივაცია გაცილებით ნაკლები მქონდა. საბოლოო ჯამში 1 თვის მაგივრად 3 კვირა გავატარე მონასტერში.

დავიწყოთ თავიდან. მონასტერში 14 ნოემბრის შუა დღეს ავედი, უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო მოსული და რეგისტრაციას გადიოდნენ. შარშან გაცნობილი ამხანაგიც ვნახე. წელს საერთო საცხოვრებელში უნდა მეცხოვრა, ჩემი მეზობლები 3 გოგო იყო, ამერიკიდან, გერმანიიდან და ავსტრალიიდან.

დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა:

5:30 პროსტრაციები

6:00 ჩაი

6:30 – 7:30 მედიტაცია

7:30 საუზმე

9:00 სწავლება

11:30 სადილი

2:00 დისკუსია

3:30 სწავლება

5:00 ჩაი

6:00 – 7:00 მედიტაცია

7:30 ვახშამი

8:00 – 9:00 მედიტაცია.

მასწავლებელი ამერიკელი გვყავდა და თანაც არ იყო ბერი, რაც, სხვების თქმით ადრე არ მომხდარა. სიმართლე რომ ვთქვათ მასწავლებლით აღფრთოვანებული არ დავრჩი. ისეთი ინგლისურით საუბრობდა, რომ რამდენიმეჯერ უთხრეს, მსმენელთა დიდი ნაწილისთვის ეს ენა არაა მშობლიური და ამერიკული აქცენტის გაგებაც უჭირთ. დანარჩენი იგივე იყო რაც შარშან, ანი კარინი, შვედი მონაზონი და ებრაელი ბერი, რომელიც მედიტაციებს უძღვებოდა. სულ კი მგონი 260 ადამიანი ვიყავით. სხვა ყველაფერს კიდევ ისიც დაემატა, რომ პირველივე დღეებიდან სერიოზული გრიპი ავიკიდე, საშხაპეში კი ცხელი წყალი თითქმის არასოდეს არ იყო. მზის გამათბობლები მხოლოდ შუა დღისთვის ათბობდნენ წყალს და არ იყო საკმარისი.

დღეები ერთფეროვნად მიდიოდა, თავისუფალ დროს ვსეირნობდით გარეთ. რა თქმა უნდა საზოგადოებაც ძალიან კარგი შეიკრიბა და ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. რა თქმა უნდა პირველ რიგში მწევლებთან დავმეგობრდი, ასევე სადისკუსიო ჯგუფის ზოგიერთ წევრთან.

რაც შეეხება სადისკუსიო ჯგუფებს, პრინციპი აქაც იგივე იყო როგორც შარშან, ანი კარინმა დაგვყო 10 კაციან ჯგუფებთან, მასწავლებელი გვაძლევდა 3 კითხვას და ამაზე უნდა გვემსჯელა.

DSCN5025

ქვიშის მანდალა.

მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო ლამა ზოპას სწავლებები. ლამა ნოემბრის ბოლოს ჩამოდიოდა. მას ძალიან საზეიმოდ ხვდებოდნენ.
DSCN5053

DSCN5054

DSCN5058

DSCN5043

რაც ცოტა არ იყოს ჭარბად მომეჩვენა.. თუმცა ლამა ზოპასთან დაკავშირებული ყველაფერი რაღაცნაირი დისკომფორტის გრძნობას იწვევდა ჩემში. მე მხოლოდ მოხუცი ადამიანი ვნახე.

ამის შემდეგ დღიური გრაფიკიც აირია, 3:30 საათიდან 7:30-მდე ლამა ზოპას სწავლება გვქონდა.

DSCN5033

DSCN5035

ლამა ზოპას სწავლებებით აღფრთოვანებას არ ვიზიარებდი, თუმცა საბედნიეროდ აქაც ვნახე თანამოაზრეები. რაღაც მომენტის შემდეგ კი უკვე ძალიან დაღლილად ვიგრძენი თავი. რიტუალების სიჭარბემაც ძალიან დამღალა.

დღე დღეს მიყვებოდა, ერთმანეთისგან დღეები დიდად არ განსხვავდებოდა. ყველაზე დიდ სიამოვნებას მონასტრის ბიბლიოთეკასთან გაცნობით ვიღებდი. აქ არა მხოლოდ ტიბეტურ ბუდიზმზე იყო წიგნები, არამედ ბუდიზმის სხვა მიმართულებებზეც. ბევრ დროს ვუთმობდი კითხვას.

დადგა ლამა ზოპას დიდი პუჯის დღეც. ზუსტად ამ ყველაფრის მნიშვნელობა არ მესმის, თუმცა კი დიდი რამეა. მე განგებ არ დავიკავე ადგილი გომპაში, მერჩივნა გარედან მეყურებინა და გადაადგილების საშუალებაც მქონოდა.

DSCN5174
საზეიმოდ მორთულ გომპაში მართლაც ძალიან ბევრი ხალხი იყო.

DSCN5144
გარეთ ბავშვები ისხდნენ.

DSCN5148
ბავშვები

DSCN5147
საჭმლის ჩამორიგებაც მათი მოვალეობა იყო.

DSCN5181
ეს რა რიტუალია და რას ნიშნავს არ ვიცი.

DSCN5202
დალოცვის მოლოდინში. ბოლოსკენ რიგში მეც ჩავდექი.

DSCN5203
ტიბეტელები

DSCN5215

გარეთ, სადაც მოსაწევად ვიკრიბებოდით, იყო ერთი პაწაწინა კაფე, იმავე სახლში ორი-სამი ოჯახი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ოჯახში იყო ორი პატარა ბავშვი, 5 წლის ნიმა და მისი უმცროსი ძმა. ნიმა ყველას გვეთამაშებოდა, ტკბილეულს და ხილს გვძალავდა, ჩვენ კი წერა-კითხვას ვასწავლიდით. ჩემს წამოსვლამდე ინგლისური ანბანი უკვე კარგად ჰქონდა ათვისებული.

DSCN5221
ესეც ნიმა.

შემდეგ დღეს მომლოცველობის დღე გვქონდა. დილიდან ბოუდაში უნდა წავსულიყავით, საღამოს კი სვაიამბუნათში. ბოუდაზე ცალკე პოსტში დავწერ. სვაიამუზე ამ წელს ერთხელ უკვე ვიყავი ასული. თუმცა ჩვენ ასვლას კი არა მთის გარშემო კორას ვაპირებდით, როგორც გაირკვა. რიტუალის თანახმად ბრინჯი უნდა მიმოგვეყარა გარშემო – როგორც ბუდასთვის და ბოდჰისატვებისთვის ძღვენი. მე აქაც არ დავეთანხმე წესებს და ჩემი წილი ბრინჯი მათხოვრებს მივეცი.

DSCN5104
ერთ გოგოს კი ბრინჯი მაიმუნებმა წაართვეს.

DSCN5108
ბუდას და ბოდჰისატვების ქანდაკებები ბუდაპარკში.

DSCN5117
არ ვიცი ამ დღეს რა ხდებოდა, მაგრამ ბუდა პარკი მლოცველებით იყო სავსე.

DSCN5112
ბუდა…

DSCN5106
კორა სვაიამბუს გარშემო.

DSCN5119
ნეპალში კი ძალიან უყვართ ავტობუსებზე სხვადასხვა წარწერები. ეს კი ძალიან სასაცილო იყო.

ამის შემდეგ ლამა ზოპა როგორც იქნა გაემგზავრა, ჩვენი განრიგიც ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა მე ისევ კონტექსტიდან ამოვარდნილად ვგრძნობდი თავს. ამ დროს უკვე დავიწყე ფიქრი, რომ დროზე ადრე წასვლა აჯობებს. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე დედათა მონასტერში დაგვპატიჟეს უზარმაზარი მანდალის სანახავა, რომელიც შემდეგ ლაუდოს მონასტერში უნდა გადაეტანად, მაღლა, ჰიმალაებში.

DSCN5224
ესეც მანდალა…

DSCN5247
დედათა მონასტერში ტაძარი ახალი გარემონტებული იყო და ძალიან სიმპატიური.

DSCN5248

DSCN5233
ავალოკიტეშვარას დიდი ქანდაკება

DSCN5238

წამოსვლის წინა დღეს ანი კორენს ვესაუბრე, ავუხსენი ჩემი მიზეზები. ის რა თქმა უნდა არ დამეთანხმა, მითხრა, რომ მე არასწორად გავიგე ბევრი რამ და მოხარული იქნება თუ კიდევ მნახავს კოპანის მონასტერში. დავემშვიდობე ყველა ამხანაგს და საუზმის შემდეგ დავტოვე კოპანი. არ ვიცი კიდევ თუ დავბრუნდები აქ… თუმცა უეჭველად კოპანმა ბევრი რამ მომცა…

Comments

One response to “კოპანის მონასტერი”

Leave a Reply