VIII საუკუნიდან ინდოეთში იწყება ბუდიზმის დაკნინება და ინდუიზმის რენესანსი. ამიტომ ამ პერიოდის შემდეგ გამოკვეთილი ტაძრები უკვე არა ბუდისტური არამედ ინდუისტურია.
შივასადმი მიძღვნილ ტაძარში აუცილებლად უნდა იყოს ხარი.
ბარელიეფებზე უკვე ინდუისტური მითოლოგიის სცენებია აღბეჭდილი.
საკურთხეველში კი ბუდას ადგილი შივა ლინგამმა ანუ შივას ფალოსმა დაიკავა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მეთექვსმეტე გამოქვაბულია კაილაშის ტაძარი, რომელიც VIII საუკუნის მიწურულს ეკუთვნის. ეს არა მხოლოდ გამოქვაბული, არამედ მთელი კომპლექსია კლდეში გამოჭრილი.
ყველა დეტალი ძალიან კარგადაა გაკეთებული.
ტაძარი შივასადმია მიძღვნილი.
მარცხნივ თავად ტაძარია. კარგად ჩანს ფრესკების ნაშთებიც.
თითქოს და ტაძარი სპილოებზე დგას. ისევე როგორც დედამიწა…
კიდევ ათზე მეტი ინდუისტური ტაძარია ელორაში, მაგრამ კაილაშს ვერცერთი შეედრება.
ეს უკვე სხვა ტაძარია. კაილაშისგან განსხვავებით აქ ცოტა ხალხია.
უკანასკნელი ნაწილი კი ჯაინურია, რაც არანაკლებ საინტერესოა. ამის შესახებ შემდეგ პოსტში.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.