ინდოეთის სავიზო ცენტრი

ინდოეთის ვიზა კატმანდუში

ამ პოსტში დეტალურად ავღწერ როგორც ავიღოთ ინდოეთის ვიზა კატმანდუში. ნეპალში შესაძლოა მხოლოდ 3 თვიანი ვიზის აღება, რატომღაც 6 თვიან ტურისტულ ვიზებს აქ არ იძლევიან.

პირველ რიგში გვჭირდება გვქონდეს პასპორტი რა თქმა უნდა და ფული – სულ 4900 რუპი. ინდოეთის სავიზო ცენტრი კატმანდუში მდებარეობს ტამელიდან ჩრდილოეთით 15-20 წუთის სავალში. მისამართი ზუსტად მოცემულია ქვემოთ რუქაზე.

ბრიტანული საკონსულოს პირდაპირ უნდა მიხვიდეთ. სამუშაო საათები 9:30-დან 12:00-მდე შაბათ-კვირის გარდა. ასევე არ მუშაობს ნეპალური და ინდური დღესასწაულების პერიოდში, ამიტომ გადაამოწმეთ ორივე ქვეყანაში როდისაა დასვენების დღეები. ზუსტად სავიზო ცენტრის გვერდზე არის ვიზების ოფისი, სადაც შეგივსებენ აპლიკაციას, გიღებენ ვიზისთვის ფოტოს, აკეთებენ პასპორტის ასლს. ეს ყველაფერი 500 რუპი ღირს. ნახევარ საათში ყველა საბუთი გამიმზადეს და წავედი სავიზო ცენტრში რიგში დასადგომად. დეკემბერში საკმაოდ ცოტა ხალხი იყო და რიგებიც არ იყო. ამბობენ სხვა დროს მეტი რიგებიაო. სავიზო მოსაკრებელი 4850 რუპის შეადგენს, ანუ 48$.

რიგის მოსვლისას უნდა ჩააბაროთ შევსებული აპლიკაცია, ფოტოები, პასპორტის ასლი, თუ ადრე ხართ ნამყოფი ინდოეთში, ინდოეთის ძველი ვიზის ასლი. აქვე უნდა გადაიხადოთ ვიზის მოსაკრებელი. პასპორტს ამ დღეს არ აბარებთ. მოსაკრებლის გადახდისას ქვითარს მოგცემენ, რომელიც უნდა შეინახოთ.

მეორეჯერ სავიზო ცენტრში მეხუთე სამუშაო დღეს უნდა მოხვიდეთ. ამ დღეს მოგაქვთ პასპორტი. როგორც წესი ამ დროსაც ამბობენ ვიზას გაძლევენ თუ არა. ვიზის ათვლა ამ დღიდან იწყება.

შემდეგ სამუშაო დღეს ბრუნდებით საღამოს 4 საათზე და იღებთ ვიზა ჩარტყმულ პასპორტს.

ინდოეთის ვიზა

ესაა და ეს.

კიდევ ასეთ სავიზო ოფისებს, რომელშიც შემივსეს აპლიკაცია, შეუძლიათ აგარიდონ რიგები და დაბრუნება სავიზო ცენტრში, ამისთვის 8000 რუპი უნდა გადაიხადოთ და ერთ კვირაში რიგების გარეშე აიღებთ ვიზიან პასპორტს. პოჰარაშიც შეგიძლიათ ანალოგიურად ვიზის აღება, იქედან თუ არ ვცდები 10 დღე უნდა და იგივე 8000 რუპი.

Comments

One response to “ინდოეთის ვიზა კატმანდუში”

Leave a Reply