ვიშნუ

ვიშნუ და შივაპურის ეროვნული პარკი

მე და ჩემი ნეპალელი მეგობარი წავედით კატმანდუს ველის უკიდურეს ჩრდილოეთ დასახლებაში – ბუდანილკანტაში, საიდანაც შუვაპურის ეროვნულ პარკში ვაპირებდით გასეირნებას. ჯერ გადატენილი მარშუტკით ვიმგზავრეთ, შემდეგ ბუდანილკანტას მთავარი ღირსშესანიშნაობა ვნახეთ – ვიშნუს ტაძარი, სადაც მწოლიარე ვიშნუს ძეგლია წყალში.

ვიშნუს გარშემო გველი შემოეხვია…

გავუდექით აღმართს და მივადექით შივაპურის შესასვლელს. ამ ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა კატმანდუს ველის უმაღლესი მთა შივაპური და აქედან იღებს სათავეს ნეპალელებისთვის წმინდა მდინარე ბაგმატი. ბუნება ლამაზია, რაღაცით კვარიათი მომაგონა, თუმცა ზღვა აკლდა, თუმცა ლეგენდის თანახმად ოდესღაც კატმანდუს ქვაბული დიდი ტბა იყო, იმ დროს ალბათ კიდევ უფრო მეტი მსგავსება იქნებოდა.

აყვავებული ხე
აყვავებული ხე

პირველი რამაც მიიპყრო ჩემი ყურადღება, ისიც იმიტომ, რომ ახალი ჩამოსული ვიყავი, აყვავებულმა ხეებმა. თურმე აქ გაზაფხულის გარდა შემოდგომაზეც ყვავილობაა, ტყეები კი არ ყვითლდება.მერე როგორც გავარკვიე, ტროპიკებში მაცხოვრებელთა უმეტესობას ჩვენებური შემოდგომა მარტო ტელევიზორში ჰქონდათ ნანახი.

ჩვენ ახლოსვე ბუდისტური მონასტრისკენ წავედით.

აქედან რომ იყურები გჯერავს, რომ ოდესღაც აქ ტბა იყო…

ამ ეროვნულ პარკში კიდევ ბევრი მარშრუტებია, კარგი ადგილია კატმანდუდან ახლოს ბუნებაში დროის გასატარებლად.


Posted

in

by

Comments

One response to “ვიშნუ და შივაპურის ეროვნული პარკი”

Leave a Reply