ვარანასი

ვარანასი – შივას მარადიული ქალაქი

დაივიწყეთ ყველაფერი რაც იცოდით, დაივიწყეთ თქვენი მოლოდინები, დაივიწყე ნეპალში გატარებული თვენახევარი… არ არსებობს დედამიწაზე არავითარი ძალა, რამაც შეიძლება ამ საგიჟეთთან შესახვედრად მოგამზადოთ. ვარანასიში ჩასვლას განსაკუთრებით ველოდებოდი. ინდოეთში მოგზაურობის დაწყება სწორედ ამ საკრალური ქალაქიდან მინდოდა. შივას ქალაქი… ის ვარანასი კი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში არსებობდა თითქმის არაფრით არ ჰგავს იმ ვარანასის, რომელიც სინამდდვილეში ვნახე.

როგორც მოგეხსენებათ ღამე გვიან ძალიან დაღლილი ჩავედი, შევძვერი იაფი (ნეპალური ფასებით არც მთლად იაფი) სასტუმროს იაფ სარდაფის ნომერში და გავითიშე. დილით ამსგარს სახურავიდან ეს ხედები დამხვდა…

DSCN5718

DSCN5719

წმინდა მდინარე განგა, რომელიც ამავდროულად საშინლად დაბინძურებულია, გატები.
გატებს ეძახიან საფეხურებს, რომლებიც მდინარის ნაპირზეა. ეს წმინდა ადგილია. ჩემს წარმოსახვაში განგას გატებზე სადჰუები უნდა მედიტირებდნენ და იოგები კატუპრანამა ასანას აკეთებდნენ ყოველ დილას… მაგრამ იმედები გამიცრუვდა – აქ ყველა, სადჰუების ჩათვლით მხოლოდ თეთრი ადამიანებისგან 10-50 რუპის გამოძალვითაა დაკავებული.

DSCN5721

DSCN5724

DSCN5725
მიუხედავად ამისა ქალაქის ცხოვრება სწორედ გატებზე ჩქებს. სარეცხის რეცხვა, მასაჟი, მიცვალებულთა კრემაცია, სეირნობა, ბანაობა, ყველაფერი აქაა, მასაჟიც კი.

DSCN5726
თეთრკანიანისთვის წყნარად სეირნობა გატებზე, მითუმეტეს წყნარად ჯდომა და განგას დინების ყურება ძალიან ძნელია – მაშინვე მთელი არმია გეხვევათ – მათხოვრები, მენავეები, ათასი ოხრობის გამყიდვლები, ბარიგები, სადხუები – რომლებიც მედიტაციის და იოგის სასწავლად მიგექაჩებიან… თუ კი კატმანდუში, ტამელზე ნერვებზე მოქმედებენ ბარიგა-გამყიდვლები, ესე იგი ვარანასიში არ ხართ ნამყოფი, კატმანდუელები ამათთან შედარებით მორიდებული ბატკნები არიან.

DSCN5728

DSCN5730

შუა დღეს სასტუმროს მეზობლები შემხვდნენ და უსაქმურობისგან გავყევი სანსკრიტის უნივერსიტეტში. ძველი ქალაქიდან გამოსვლა სერიოზული შოკია. გამზირებზე არაა ტროტუარები. ყველაფერი ერთ ნაკადში მოძრაობს – მანქანები, მოტოციკლეტები, რუქშები, ტუქტუკები, ურიკები, ველოსიპედები, ძროხები და ადამიანები, თან რა მიმართულებითაა მოძრაობა არც ისე ადვილი გასაგებია. ვინმე წუწუნებდა კატმანდუს ქაოტურ მოძრაობაზე? მობრძანდით ვარანასიში. თან ეს მოძრაობა საშინლად ხმაურობს. საბოლოო ჯამში 100 მეტრის მერე ნერვები აღარ მივარგოდა. ქალაქში მოძრაობა ნამდვილინ ჯოჯოხეთია.

DSCN5735
გატებზე სიმშვიდეა. აქ არ დაიშვება არავითარი ტრანსპორტი.
DSCN5737

DSCN5740
ზოგი შენობა ძალიან ლამაზია, მაგრამ ზოგადად ყველაფერი ძალიან მოუვლელი.

DSCN5741
განგა სპა

DSCN5742
სანთლებს ამზადებენ გასაყიდად, მერე ამ სანთლებს განგას სწირავენ.
DSCN5743
საღამოს ვარანასი.
ღამე ბოდიალი რეკომენდირებული არაა.
DSCN5745
ძროხები ქალაქში თავისუფლად ბოდიალობენ.
გადავწყვიტე ვარანასიში რამდენიმე დღე გაჩერება, ეგებ ამ შოკურ მდგომარეობას გაევლო და მომწონებოდა ინდოეთი… მაგრამ სასტუმრო უნდა შემეცვალა. პრაქტიკულ რჩევებში დავწერ ვარანასიში კარგ და იაფ სასტუმროზე.
გაგრძელება იქნება.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply