საერთო ჯამში ვარანასიში თითქმის 1 კვირა გავატარე, იმედით რომ შევეგუებოდი ამ არანორმალურ ქალაქს…
საინტერესო და კარგი სანახი კიდევ იყო აი ამ მეჩეთის მინარეთზე აძრომა.
ჩემს ფინელ მეზობლებს ბოლო საღამო ჰქონდათ ქალაქში, და მეჩეთის შესახებაც მათგან გავიგე და მეც გავყევი.
ამ სახლმა თბილისი მომაგონა უცებ…
მინარეთში ჩვენი აშვება ჯერ არ უნდოდათ, რემონტიაო, მერე კაცზე 100 რუპი მოგვთხოვეს, ბოლოს 50 რუპი გადავიხადეთ კაცზე და ავედით. ასეა, აქ თუ რამე არ შეიძლება ესე იგი მაჰათმა განდის პორტრეტები უნდათ.
ხედები ნამდვილად ღირდა 50 რუპი
ყველგან ტაძრებია…
უკანა გზაზე განგა პუჯასთვის მზადებას შევესწარი…
სარეცხის რეცხვა მაღალი კასტის ხალხისთვის უკადრებელი საქმეა, ამ საქმეს ყველაზე დაბალი კასტის ერთ-ერთი ქვეკასტის წევრები აკეთებენ. განგაზე მათ თავისი ადგილი აქვთ სადაც პირდაპირ მდინარეში რეცხავენ, გატებზე კი აშრობენ.
ბოლო უსაქმური საღამო მქონდა ვარანასიში და ფრანგი მეზობლები ავიყოლიე საღამოს ნავით სასეირნოდ. უპრობლემოდ ვიპოვეთ იგივე მენავე და წავედით.
ნავი
მანიკარნიკას ერთადერთი ფოტო რაც მაქვს
ნავები.
ვარანასიდან ბოდჰ გაიაში წავედი 2 დღე, უკან დავბრუნდი და მეორე დღეს აგრაში წავედი ღამის მატარებლით.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.