ელორას კომპლექსი აურანგაბადიდან 29 კილომეტრში მდებარეობს და ავტოსადგურიდან ადვილია ავტობუსით მისვლა.
ელორას კომპლექსის ისტორია ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან დაიწყო. მალევე უცნობი მიზეზების გამო მიტოვებულ იქნა აჯანტას მონასტრები და სამონასტრო ცხოვრების ცენტრად ელორა იქცა. აქ სულ 34 გამოქვაბულია. 1-დან 12-მდე ბუდისტურია, ისინი V – VII საუკუნეებშია გამოკვეთილი. შემდეგ ინდოეთში ხდება ბუდიზმის დაკნინება და ინდუიზმის რენესანსი. ამიტომაც უკვე 13 გამოქვაბულიდან დაწყებული დანარჩენი ინდუისტურია. ბოლო ხუთი გამოქვაბული ჯაინურია. ისინი XI – X საუკუნეებით თარიღდება, ამ დროს მოხდა სამეფო დინასტიის შეცვლა და ხელისუფლებაში ჯაინი მეფე მოვიდა.
აჯანტასგან განსხვავებით ელორა არ იყო დავიწყებული და დაკარგული. ამიტომ მუსულმანთა რისხვა ვერ აიცილა მოგოლების ბატონობის პერიოდში. დღეს კომპლექსი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშუია.
ამ პოსტში ბუდისტურ გამოქვაბულებს გაჩვენებთ.
ასე გამოიყურება ბუდისტური ნაწილი გარედან.
ბუდა აქაც ფეხებ ჩამოშვებული ზის.
შემდეგ გამოქვაბულშიც სვეტებია
ისევ ექსტერიერი
მეხუთე გამოქვაბული ყველაზე დიდია.
ბუდისური გამოქვაბულებისთვის სრულიად არატიპიური ბალიეფი…
კიდევ ქალი, შესაძლოა ეს მაია დევია ბუდას დედა…
ჰავა აქაც აჯანტას ანალოგიურია, ეტყობა, რომ მუსონების პერიოდში სიმწვანეა, ჩანჩქერები, თებერვალში კი ყველაფერი გადამხმარია და ცხელა.
ისე დააკვირდით, ბუდა არსად არ ზის ლოტუსის პოზაში…
მეთერთმეტე გამოქვაბული ყველაზე საოცარი
ბუდას ფანტასტიური გამოსახულება სტუპაზე.
შემდეგ დავინახე ეს და მივხვდი, თანამედროვე ტიბეტური მონასტრების სტილი საიდან მოდის.
ყოველი დეტალი ხელოვნების ნიმუშია.
უკანასკნელი ბუდისტური გამოქვაბული დამრჩა სანახავი.
გარედან. ეს სამ სართულიანი გამოქვაბულია
ბუდა
ამით მთავრდება ბუდისტური გამოქვაბულები. შემდეგი ძალიან საინტერესო იქნება – ინდუისტური გამოქვაბულები.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.