კიდევ ერთი ახალ დაქორწინებული წყვილი, ამ ჯერად დურბარის მოედანზე.
სვაიამბუდან ფეხით ჩამოვედი, სასტუმროსი წასვლა არ მინდოდა, არც ტამელზე ბოდიალი, წავედი დურბარისკენ. გზად ვისადილე კიდეც. ბიშნუმატის ნაპირას დავინახე დიდი პაგოდა, სამწუხაროდ მიწისძვრად სერიოზულად დააზიანა.
ახლოს მივედი, გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა. ტაძარი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.
გზა გავაგრძელე. ქალაქი მორთული იყო დივალის წინ.
ქუჩებში ძალიან ბევრი ხალხი იყო საყიდლებზე გამოსული, რაღაცით წინასაახალწლო თბილისს ჰგავდა სიტუაცია.
თუმცა თუ იცი მყუდრო ადგილები ყოველთვის ნახავ განმარტოების საშუალებას.
დურბარის მოედანზე ყველა შესასვლელ გასასვლელი ვიცი და ბილეთსაც არ ვყიდულობ ისე შევდივარ.
ხალხი ბევრია, ძირითადად ნეპალელები.
ჰანუმან დოკა არც ისე დაზიანებულია, თუმცა ყველა ტაძარს არმატურებ აქვს გასამაგრებლად. სასახლე მძიმედაა დაზიანებული, შარშან აქ ვიყავი მუზეუმში წელს კი ტურისტებს აღარ უშვებენ.
ზარალი კი ძალიან დიდია 🙁
რამდენიმე პაგოდა სულ დაინგრა…
გადარჩენილი ჰანუმან დოკა… რატომ გადარჩა ზოგი ტაძარი, ზოგი კი ნანგრევებად იქცა არ ვიცი… თუმცა ჰანუმან დოკას ასეთი გადარჩენა ძალიან გამეხარდა.
შივას და პარვატის ტაძარი
ე.წ. ჰიპების პაგოდისგან ესღა დარჩა… შარშან ასეთი იყო..
ძალიან მძიმეა.. შარშან ამ ქალაქის სილამაზით აღვფრთოვანდი, შემიყვარდა, წელს კი საყვარელი ადგილები ასე სახეშეცვლილი დამხვდა… ჩემი ნეპალელი მეგობარი ძალიან განიცდიდა, აქ გაზრდილისთვის დანაკარგი რა თქმა უნდა უმძიმესია… ცხოვრება კი გრძელდება. დივალის წინ ყველგან ვაჭრობაა.
ნეოკლასიციზმის სტილში აშენებული სასახლე…
დავტობე დურბარი წამოვედი ტამელში.
ძალიან მიყვარს ძველი კატმანდუ განუმეორებელი კოლორიტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან მოუვლელია, მაინც ულამაზესია…
ახალი უსახური შენობებით აქაც ამახინჯებენ ქალაქს
ხალხმრავლობას ისევ ამ ეზოში გავექეცი…
ხვალ კი დივალის მთავარი დღეა!
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.