ლალიტპურიდან უკან რომ ვბრუნდებოდი, ბაგმატის ხიდთან ახლოსვე კიდევ ერთი ტაძარი ნახე, თუმცა ეს მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა…
ტაძრის გვერდზე რაღაც არმატურებს ტენტი ისე გადააფარეს შორიდან მოჩვენებას ჰგავდა.
გზად დარაჰარას კოშკს ჩავუარე, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია და რამდენიმე ათეული ადამიანი მოიყოლა… შარშან აქ ასვლა დამეზარა, რას წარმოვიდგენდი, რომ რაც გინახავს ვეღარ ნახავ…
კატმანდუს ვიწრო ქუჩებში კი საზეიმო განწყობა სუფევდა. დივალი.
ნევარებს კი ახალი წელი აქვთ. ნეპალში ოფიციალურად 2072 წელია, ნევარების კალენდრით კი 1136 წელი დაიწყო.
დილით ტამელზე ასეთი მანდალა დამხვდა.
ქუჩებში საზეიმო განწყობა სუფევდა.
წავედი ჩემი საყვარელი ნევარული ბუდისტური ტაძრის სანახავად. მიწისძვრამ მხოლოდ ჭიშკარი და კედელი დაანგრია, რომელიც ტაძარს ქუჩისგან ჰყოფდა, ამიტომ ნაკლებად იზოლირებული და წყნარი სიტუაცია იყო.
თუმცა მაინც ძალიან სასიამოვნო…
საკურთხეველი…
ასეთი მესერები გარშემო ვებრ ტაძარს სამოქალაქო ომის დროს გაუკეთეს…
წავედი დურბარისკენ…
აქ იდგა კასდამანტაპის ტაძარი – კატმანდუს სიმბოლო, რომელიც XII საუკუნეში ერთი მთლიანი ხისგან იყო ნაშენები. სამწუხაროდ მისგან არაფერი არ დარჩა… ოდესღაც აქ ინდოეთიდან ტიბეტში მიმავალი ქარავნები ჩერდებოდნენ…
დანგრეული პაგოდიდან მოედანი ისევ ისე ლამაზად ჩანს.
უკანა ფონზე კუმარის სასახლეა, არც ის დაზიანებულა.
სამწუხაროდ ამ დღეს მივქარე, რაღაცა საეჭვო ვჭამე და საღამო და შემდეგი დღე ძალიან ცუდად ვიყავი… მერე კი კოპანის მონასტერში მივდიოდი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.