შეუძლებელია კატმანდუმ ვინმე გულგრილი დატოვოს. ამ ქალაქის აღწერაც ძნელია სიტყვებით, ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები, ფერების ქაოსი, ხმების კაკაფონია, არომატული ჯოხების სუნების ქაოსი… არ შემეძლო აქედან ისე წასვლა, ბოლო დღეს რომ არ შემომევლო ჩემი საყვარელი ქუჩები და მოედნები. მახსოვს ოდესღაც, როდესაც ჯერ კიდევ უცხო იყო ეს ქალაქი ჩემთვის, როგორ ჩამითრია თავის აუჩქარებელ ფერად რითმში, ახლა კიდე უკვე კარგად ნაცნობი, საყვარელი. ძველი ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, მის ბაზრებზე ნელა გასეირნება, დინების მიყოლა, სადმე ჩამოჯდომა და ცივი წვენის ან ცხელი ჩაის დალევა. მიყვარს ეს ქალაქი. როდესაც რამდენიმე დღე მიყოლებით ვჩერდები აქ, მღლის, გაქცევა მინდა. გავრბივარ. მერე ვბრუნდები და ისევ სიამოვნებით ვერთვები ამ ჭრელ და არომატულ რითმში. ეს ჩემი ბოლო დღე იყო კატმანდუში, ხვალ დილით ავტოსადგურზე უნდა წავიდე, საიდანაც ავტობუსი ნეპალის სამხრეთ-დასავლეთში, სასაზღვრო ქალაქ ბაირავაში ჩამიყვანს. დღეს კი ბოლო დღე მაქვს, რომ დავემშვიდობო კატმანდუს, ვუთხრა როგორ მიყვარს და მომენატრება ეს დაკლაკნილი, ხალხმრავალი, ფერადი ქუჩები.
ყველა გზა დურბარის მოედნისკენ მიდის.უკვე შევეჩვიე ასეთ დურბარს, მიწისძვრისგან პირამიდებად ქცეულ პაგოდებს…
აქ უსიამოვნება შემემთხვა. ვერ დავინახე ბარიერი და ფეხი წამოვკარი, მთელ სიგრძეზე გავიშხლართე. როგორც საღამოს გაირკვა ფეხიც ვიღრძე. ხალხი შემომეხვია გარშემო, დავჯექი, აზრზე მოვედი. იქაური გიდი მომადგა, დახმარება შემომთავაზა, უარი ვუთხარი, ცოტა ხანი ვისაუბრეთ. როდესაც ვთქვი, რომ ნეპალში მეორეჯერ ვარ და კატმანდუ კარგად ვიცი, ანუ არ მჭირდება მისი მომსახურება, დაიწყო ლაპარაკი როგორი იყო მიწისძვრამდე ეს დიდებული მოედანი, მეც დავეთანხმე. ცოტა ხანი ვიგლოვეთ დაკარგული ტაძრები და გზა განვაგრძე. ჰანუმან დოკაზე ცოტა ხალხი იყო და ძალიან ბევრი მტრედი.
რა კარგია ეს ადგილი რომ დაინდო სტიქიამ…
დურბარის მოედანი. პარვატის ტაძრის წინ, ფანჩატურის ქვეშ გოგოებს ვიშნუზე ათხოვებენ.
აქ კიდევ ერთი რამ შემემთხვა. ჩამოვჯექი დასასვენებლად. მერე გავუყევი ფრიკ სთრითს და მივხვდი რომ ფოტოაპარატი აღარ მაქვს. სწრაფად გამოვბრუნდი უკან და დავინახე დაბალი, ასაკიანი კაცი მომდევს ჩემი ფოტოაპარატით. დიდი მადლობა გადავუხადე პატიოსან კაცს და გავნაგრძე გზა.
ფრიკ სთრითი, ასევე ცნობილია როგორც ჰიპების ქუჩა. მასიური ტურიზმი ნეპალში 60-ანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ევროპიდან ჰიპებმა დაიწყეს აზიისკენ მიგრაცია, ინდოეთში ზოგი გოაში მიდიოდა, ზოგიც ჩრდილოეთით აგრძელებდა გზას ნეპალისკენ. კატმანდუში ეს ქუჩა აირჩიეს და აქ სახლდებოდნენ. მაშინ ტურიზმის ცენტრი აქ იყო და არა ტამელზე. იმ დროს აქ ღიად იყიდებოდა ჰაშიში და მარიხუანა, რაც ნეპალში არალეგალური მხოლოდ 90-ან წლებში გახდა. დღეს უკვე სხვა სიტუაციაა აქ. რამდენიმე იაფი გესთჰაუსი, რესტორნებშიც ფასები უფრო ლმობიერია ვიდრე ტამელზე… სხვა მხრივ კი არ გამოირჩევა კატმანდუს სხვა ქუჩებისგან.
ექვსქიმიანი ვარლსკვავი ინდუიზმში სიბრძნის სიმბოლოა.
ძალიან ლამაზი ფანჯრები.
ეს პაგოდა სამხრეთ კატმანდუში სამწუხაროდ არ მქონდა ადრე ნანახი…
დეკორი
კასთამანდაპი – კატმანდუს სიმბოლო, ერთი ხისგან აშენებული ტაძარი – ქარვასლა, XII საუკუნის ძეგლი… 2015 წლის აპრილამდე ყველაზე ძველი შენობა კატმანდუში… სამწუხაროდ მისგან არაფერი აღარ დარჩა…
რიქშები
როგორ დავემშვიდობებოდი ამ ქალაქს ჩემი საყვარელი ტაძრის არ ნახვის გარეშე?
ამ ტაძარზე არაერთხელ დავწერე უკვე.. ნევარული ბუდისტური ტაძარი კატმანდუში.
ბუდა… მიწისძვრა აქაურობასაც დაეტყო, მაგრამ ტაძარი საბედნიეროდ გადარჩა.
ფასადი
შესასვლელი.
ასე დამთავრდა ბოლო დღის სეირნობა. საღამოს კომპანში გაცნობილი მეგობრები ვნახე და გვიანობამდე ტამელზე ვერთობოდით.
მეორე დილას კი კატმანდუ დავტოვე…
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.