დაბრუნება ჯომსომში. ნეპალი.

გათენდა. გამოვძვერი ოთახიდან დატენილი ფოტოაპარატით, სახურავზე ავედი და ამომავალი მზის სხივებში მთების და სოფლის გადაღება დავიწყე…. სახურავიდან თავი კიდევ უფრო მეტად მეგონა შატილში. ახლოს ახლოს სახურავები და ხის ვიწრო კიბეები ზუსტად როგორც შატილშია. ცოტა ხანში ჩემი ახალი ამხანაგებიც ამოძვრნენ სახურავზე და დაიწყო დილის ფოტოსესია.

ბუდისტური შატილი. არ გაგონებთ?

მონასტრიდან ისმოდა მანტრების კითხვის ხმა…

შატილი – ჯჰარკოტი უკან ანაპურნას მასივი..
ამ დროს საუზმეც მოვიდა, ვისაუზმეთ გავემზადეთ და გზას გავუდექით. დღეს წინა 2 დღეში გავლილი მანძილი უნდა გაგვევლო მაგრამ პირიქით, უკან, დაღმართზე.

გზას გავუდექით, ფერდობზე საცოდავად მობალახე თხები ვნახე, თუმცა ამას ბალახს როგორ ვუწოდებ. რას ჭამენ აქ ცხოველები მაინც ვერ მივხვდი.

ისევ ამ შარფებს ჩამოვუარეთ და ერთიც ვიყიდე. აქვე ქსოვენ აქვე ყიდიან.

ხედი უკან….

კაგბენიში აღარ ჩავედით, შევთავაზე ბიჭებს მოკლეებით მოგვეჭრა და დამთანხვდნენ ასე რომ კაგბენის ზემოდან გადმოვხედეთ მხოლოდ და ციცაბო ბილიკზე დავეშვით.

გზად ასეთი კლდეკარი იყო.

და გამოჩნდა კალი-განდაკიც.

ბილიკით ვეშვებოდით ხეობაში.

ჩვენი ბილიკი….

დავეშვით. ფოტოაპარატი ისევ დაჯდა, ჯჰარკოტში ცუდად დაიტენა ეტყობა. გზად იმ 5 სახლიან სოფელში ჩაი დავლიეთ და ნაშუადღევს მივედით ჯომსომში და ისევ ქსანადუში დავბინავდით. საღამოს ავიტეხეთ რომ ტონგბა გვინდა – ტიბეტური ლუდი, თუმცა ჯომსაომში ვერ ვიშოვეთ და მარფას ვაშლის არაყი ვიყიდეთ ვახშმისთვის. თანაც წვრილწვრილი სუვენირებიც ვიყიდეთ. საღამოს ისევ ტრადიციული კალი-განდაკის ქარი უბერავდა.

იაკ დონალდსის მანქანა ჯომსომში 🙂
გვიანობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით. მეორე დღეს ბიჭები მიფრინავდნენ მე კი კიდევ ერთი დღე მქონდა და მარფას ნახვა მინდოდა, რომელიც, გზამკვლევების თანახმად ერთ-ერთი ულმაზესი სოფელია ჰიმალაებში.


Posted

in

, ,

by

Comments

Leave a Reply