გოკარნაში, კუდლი ბიჩზე ცხოვრება მონოტონური მაგრამ სასიამოვნო იყო. დილით საუზმე და ცურვა. მერე ცოტა ხანი იოგაზე დავდიოდი. იოგა რომ აღარ მქონდა მთელი დღე, როდესაც ძალიან ცხელოდა ჰამაკში ვიწექი და ვკითხულობდი. საღამოს ცურვა, ქალაქში გასვლა და ვახშამი.
ყველაზე კარგი საღამოები იყო. მზის ჩასვლისთვის კუდლის მოსახლეობა იკრიბებოდა პლიაჟზე და მხიარულობდა. ფოტოს დააკლიკეთ ეს ვიდეოა.
მზის ჩასვლები თავისთავად უკვე მაგარი სანახაობა იყო.
მეზობლები მყავდნენ – გერმანელი სანდრა, რომელიც სადოქტოროზე მუშაობდა, ინგლისელი კრისტი, რუსი ტანია, რომელიც სულ დიეტებს და ნიღბებს იგონებდა, აშკარად 45 წლის იყო მაგრამ ამბობდა რომ 40 წლისაა 🙂 ირლანდიელი ქალი, ძალიან საინტერესო მოსაუბრე, მისი სრულიად არასასიამოვნო ინდოელი ბოიფრენდი, გერმანელი ტობიასი რომელიც ზალიან მომწონდა, მაგრამ მალე წავიდა, მალე კი ახალგაზრდა წყვილი ჩამოვიდა, მოსკოველები, გოგო კი ქართველი აღმოჩნდა. ძალიან დავმეგობრდით, 2 თვეა ქართულად ხმის გამცემი არ მყავდა.
3 კვირის მანძილზე მარტო 2 დღე იყო ცოტა მოღრუბლული.
როდესაც მოღრუბლული დღე იყო, ომ ბიჩზე გავედი სასეირნოდ.
კუდლისა და ომ ბიჩს შორის კლდოვანი მთა იყო.
გზად სანდრა და მისი მშობლები შემხვდნენ.
მოვედი ომ ბიჩზე, დიდი არაფერი. ისე ჩვენთან ბევრი იყო ომიდან წამოსული.
ერთ საღამოს მოსკოველ წყვილთან ერთად კლდეებზე მზის ჩასვლის სანახავად წავედი.
სანახაობა კარგი იყო
აქ ყოფნისას უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ვიყიდე, 15 თებერვალს უნდა გამოვფრენილიყავი მუმბაიდან თბილისში.
ყველაფერმა კარგმა მობეზრება იცის, კუდლი ბიჩზე ცხოვრებაც მომბეზრდა და გოაზე გადანაცვლება გადავწყვიტე. გოკარნის სადგურიდან ყოველ დღე მიდის მატარებელი მარგაოში, დილის 11 საათზე. გზას სულ 2-3 საათი უნდა. ამ მაატარებლით მოვხვდი გოაზე…
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.