გზა მარფასკენ, ნეპალი

დილით ბიჭები მიფრინავდნენ პოჰარაში. საუზმის შემდეგ გავაცილე აეროპორტში და შემდეგ თავისუფალი და კვლავ მარტო ვიყავი. მარფამდე 6 კილომეტრია. მარფა სოფელია კალი-განდაკის ხეობაში, ცნობილია უნიკალური გემრიელი ვაშლებით, მდებარეობს 2600 მეტრის სიმაღლეზე. წაკითხული მქონდა რომ სოფელი ძალიან ლამაზია, და თურმე ბრიტანეთის სამეფო კარი სწორედ აქედან მარაგდება ვაშლებით. უკანასკნელი რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ვაშლი აქ მართლაც კარგი იყო. მოკლედ წავედი ნეპალის გორში. ჯომსომიდან გავედი და ჩავუყევი მტვრიან გზას.

მხოლოდ ფოტოაპარატისა და წყლის ბოთლის ამარა სწრაფად მივდიოდი. გზად ხალხი მხვდებოდა. ქარი სახეში მიბერავდა და როგორც ყველა აქაურს სახეზე შარფი მქონდა აკრული ცხვირ-პირის მტვრისგან დასაცავად.

გზიდან მთების ფერდობებზე ასეთი რაღაცეები დავინახე, რა სტუპები იყო ვერ მივხვდი. ეჭვიც გამიჩნდა რომ დასასაფლავებელი ადგილებია. ჰიმალაებში და ტიბეტში დაკრძალვის უცნაური ტრადიციაა. რადგან ამ კლდოვან მიწაში საფლავის თხრა ძნელია, ხოლო კრემაციისთვის საჭირო შეშას აქ სად იშოვი, ამიტომ აქ ასე იქცევიან. სპეციალურ მუშაკებს გვამი მიაქვთ მთებში და წვრილად ჩეხავენ, ძვლებს ამტვრევენ და ყრიან. შემდეგ მოფრინავენ ლეშის მჭამელი ფრინველები და ჭამენ გვამს. წვრილად იმიტომ ჩეხავენ, რომ ფრინველებმა ადვილად შეჭამონ. არ ვიცი ეს ადგილი იყო თუ უბრალოდ სტუპები…

ხეობაში ბაღები იშლებოდა…

გზად პატარა სოფელი შემხვდა. ჩაის დასალევი ადგილი არ იყო არსად. ბავშვები დამედევნენ კანფეტების მოთხოვნით, სამწუხაროდ არ მქონდა და ხელწარიელები გავუშვი.

ტიპიური ჰიმალაური სოფელი. ქეჩების ფიქალით მოპირკეთება ძალიან მომწონს.

სოფელს გავცდი და ისევ ბაღები გამოჩნდა.

კალი-განდაკი…

ამ ხემ თუშეთში გადაღებული ფოტო გამახსენა და გადავუღე…

კიდევ ერთი სოფელი და ზემოთ სტუპა

სტუპა

ამ ფერდობზეც სტუპების დანიშნულებაც უცნობია …

კალი-განდაკის ხეობა…. მარფასთან მისვლა სევატყე გზაზე სალოცავი ბორბლებით…


Posted

in

, ,

by

Comments

Leave a Reply