Lord Vishnu guesthouse-ში მეზობლად მყავდა ძალიან სიმპატიური ფინური წყვილი. საღამოს ერთად მოველაპარაკეთ მენავეს და დილით 5:30-ზე უკვე გატზე ვიჯექით და ჩაის ვსვამდით. მენავეც მალე მოვიდა და წავედით დილის განგაზე შესახვედრად. მგონი ყველაზე მეტად ვარანასიში ამით ვისიამოვნე.
დილით, დიდი ხნით ადრე სანამ მზე ამოვა ასე გამოიყურება განგას სანაპირო.
თან დილა სუსხიანი და ნისლიანი იყო.
ბურუსმოხვეულ ქალაქსს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა მდნარიდან.
ამ რაკურსით მართლაც შთამბეჭდავია.
უფრო მკვეთრად.
წინა პლანზე ჩანს ტაძარი, რომელიც “ჩავარდა” მდინარეში….
უკეთესად განახებთ ჩაძირულ ტაძარს…
ასეთია ვარანასი ბურუსიან დილას.
გაღმა ნაპირზე მხოლოდ ქვიშაა. მარტოხელა სადხუ მედიტირებს. როგორც ჩვენმა მენავემ გვითხრა ვარანასიში ყველა სადხუ მაყუთის სადხუა, ხოგი საერთოთ თვითმარქვიაა. მენავემ მგონი მართლა იცის რასაც ამბობს, ბავშვობიდან გატებზე ზის.
ნავი-მოჩვენება…
ასე ჩანდა ვარანასი გაღმა ნაპირიდან.
გაღმა ნაპირთან ბევრი მორწმუნე ბანაობდა…
შივას მადლი…
გათენდა…
მენავემაც დაგვაბრუნა უკან. ძალიან ვისიამოვნეთ.
ჩემი რჩევა: ეს ის სიამოვნებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. მენავეს საღამოთი მოურიგდით ფასზე, დილითაც შეახსენეთ ის ფასი, თორე ყველა მენავე აფერისტია. გახსოვდეთ, რომ აქ თეთრკანიანის მოტყუება საპატიო საქმეა. ნორმალური ფასია 150-200 რუპი. ამის გარდა 30-40 რუპი თიფი მიეცით. დაიამხანაგეთ მენავე თუ რამდენიმე დღით ხართ აქ და 2-3 გასეირნება აჩუქეთ თქვენს თავს. თიფი კარგია იმიტომ რომ უმეტესად ნავების პატრონები არ არიან მენავეები, და ფასის ძირითადი ნაწილი პატრონისაა. თიფი კი მენავის.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.