ყოფილი პრინცი სიდჰართა უკვე 6 წელი განდეგილად ცხოვრობდა, სხვა ასკეტ სადჰუებთან ერთად ეწეოდა უკიდურეს ასკეტიზმს ამაო იმედით, რომ ასე შეიტყობდა ჭეშმარიტებას და შეძლებდა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა ცოცხალი არსების სამსარის ტანჯვიდან ხსნას. თუმცა 6 წლის შემდეგ იგი მიხვდა, რომ ვერცერთი ნაბიჯით ვერ მიუახლობდა საკუთარ მიზანს, მისი ფიზიკური ძალები კი ზღვარზე იყო. მაშინ იგი დათანხვდა გლეხი გოგოს მიერ მოწოდებულ ბრინჯის ჭამაზე. ეს რომ მოძმე ასკეტებმა ნახეს, განუდგნენ სიდჰართას, მათ ჩათვალეს, რომ მან თავი დაანება ძიებას. სიდჰართა დაჯდა ხის ძირას და გადაწყვიტა იქამდე მჯარიყო ღრმა მედიტაციაში, სანამ არ განათლდებოდა. ეს ყველაფერი ქალაქ გაიას მახლობლად მოხდა. ასე იგდა სიდჰართა 7 კვირა ხის ქვეშ, და ზუსტად 49-ე ღამეს, სავსე მთვარობისას მიაღწია მან განათლებას და სიდჰართა გაუტამა გახდა ბუდა შაკიამუნი. მან შეიტყო სამსარის არსი და მისგან გამოსავალი გზა.
ბუდამ კიდევ რამდენიმე კვირა გაატარა ამ ადგილას მედიტაციაში, ყოველ კვირას იგი ახალ ადგილს ირჩევდა. მან არ იცოდა ეს ჭეშმარიტებები ესწავლებინა თუ არა სხვებისთვის და როგორ ესწავლებინა.
მაჰაბოდჰი ტაძარი – ანუ დიდი გამოღვიძების ტაძარი, ააშენა ბუდისტმა იმპერატორმა აშოკამ იმ ხის გვერდზე. დღეს მომლოცველობის ძირითადი ადგილია.
ეს ადგილი ბუდამ უკვე როგორც მასწავლებელმა დატოვა. ჯერ მას საკუთარი მასწავლებლის ნახვა სურდა, მაგრამ შეიტყო, რომ იგი უკვე გარდაიცვალა, მაშინ მან გადაწყვიტა მოძმე ასკეტების მოძებნა და მათთვის ქადაგება და გაემართა სარნათისკენ, რომელიც ქალაქ ვარანასისთანაა.
ამ ადგილას გაატარა ბუდამ ერთი კვირა, აქედან იგი ბოდჰი ხეს ხედავდა და მედიტირებდა, დღეს აქედან ბოდჰი ხეს მაჰაბოდჰი ტაძარი ფარავს.
ბოდჰ გაია ბიჰარის შტატში მდებარეობს. ეს შტატი ინდოეთის ერთ-ერთი უღარიბესი და კრიმინალური შტატია. როგორც წესი ადგილობრივი არჩევნების დროს რეკომენდირებული არაა მგზავრობა. ასევე ჯობია თანამგზავრის პოვნა, მარტო აქ ბოდიალი არაა უსაფრთხო. უახლოესი რკინიგზა და დიდი ქალაქი გაია. გაიაში არის აეროპორტიც. ვარანასიდან გაიაში ყოველ დღე რამდენიმე მატარებელია, შეამოწმეთ განრიგი erail.in-ზე. არ გაბედოთ გაიაში გვიან საღამოს, დაბნელების შემდეგ ჩამოსვლა!!! რკინიგზის ბაქანზევე მიხვდებით რატომ. ვარანასიდან მუგალ სარაიმდე არ დაიზაროთ მისვლა თუ კი ცენტრალური სადგურიდან მატარებელი გვიან გადის. მე ორივე გზაზე General ბილეთი ავიღე ბოლო მომენტში. გაიამდე ტამბურში ვიმგზავრე, უკან სლიფერში, პრობლემები არ შემქმნია. თუ რამეა უცხოელს აქვს უფლება შეეშალოს ვაგონი, არაა პრობლემა.
სადგურიდან აიყვანეთ ტუქტუკი და წადით ბოდჰგაიაში. ფასი 150 რუპი. ევაჭრეთ. გაიაში არაფერი არაა სანახავი და რაც ადრე მოშორდებით აქაურობას მით უკეთესი. ბოდჰ გაიაში ბევრი სასტუმროა. მე beauty guesthouse-ში გავჩერდი 500 რუპი ღირდა მშვენიერი ოთახი თავისი სველი წერტილით. მოკლედ ისე დაგეგმეთ ყველაფერი, რომ დაბნელებამდე უკვე სასტუმროში იჯდეთ და რაც შეიძლება ახლოს რესტორანში გადით სავახშმოდ. ეს ის ადგილი არაა სადაც ღამე სეირნობა უსაფრთხო ან სასიამოვნოა.
ერთი კვირაც ბუდამ ამ პატარა ტბის ცენტრში პაწაწინა კუნძულზე გაატარა მედიტაციაში. წვიმების სეზონი იყო, და წყლიდან კობრა ამოვიდა და შაკიამუნის გადაეფარა თავზე ქოლგასავით.
ბოდჰ გაია მხოლოდ მომლოცველებისთვის საინტერესო ადგილია. თუ ბუდიზმის მიმართ გულგრილი ბრძანდებით, არ გინჩევთ ბიჰარში ჩამოსვლას. ხოლო თუ დაინტერესებული ხართ ბუდიზმით, მაშინ ვერ აუვლით გვერდს ბოდჰ გაიას.
მთავარი სანახაობა აქ მაჰაბოდჰის ტაძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ტაძრის უკან იმ ხის შთამომავალი იზრდება, რომლის ქვეშაც ბუდა განათლდა. ტაძარში შესასვლელად მკაცრი უსაფრთხოების შემოწმება უნდა გაიაროთ. ფოტოაპარატის შეტანა ფასიანია და მგონი 100 რუპი ღირდა.
გარშემო უამრავი მომლოცველი აკეთებს კორას. ისინი ყველა ბუდისტური ქვეყნიდან არიან ჩამოსულები.
ეს წმინდა ბოდჰი ხეა. ალბათ მსოფლიოში ყველაზე წმინდა ხე. ის ხე, რომლის ჩრდილშიც იჯდა ბუდა აშოკას ცოლმა მოწამლა ეჭვიანობის ნიადაგზე. საბედნიეროდ მანამდე აშოკამ საკუთარი შვილი გაათხოვა შრი ლანკაში და მზითვათ ხის ყლორტები გაატანა, რომ ახალი რელიგია გაევრცელებინა იქ და ხე დაერგა. სწორედ იქ დარგული ხის თესლი წამოიღეს უკან ბოდჰ გაიაში და დარგეს.
კორა
ტაძარში საკმაოდ დიდი დრო გავატარე. მერე გამოვედი რომ სხვა მონასტრები მენახა. აქაც როგორც სარნათში და ლუმბინიში ყველა ბუდისტური ქვეყნის მონასტრებია.
ძალიან შთამბეჭდავია ბუტანური… ტიბეტურს ჰგავს მაგრამ უფრო ლამაზია.
აქ მოხატულობა კი არა კედლის ქანდაკებები აქვთ.
ტაილანდელებს რამდენიმე მონასტერი აქვთ. ეს ულამაზესი ჯერ მშენებარეა…
ეს FPMT-ს root ინსტიტუტის სამედიტაციო დარბაზია.
ეს ტიბეტური მონასტერია, კაგიუს განხრა
ბოდჰ გაიაში 2 ღამე და 1 დრული დღე გავატარე. პირველ დღეს დაბნელებამდე დავბინავდი სასტუმროში, მეორე დღე ტაძრების დათვალიერებას დავუთმე, მესამე დღეს დილით ფოტოაპარატის გარეშე წავედი მაჰაბოდჰის ტაძარში და შუა დღეს გაიაში წავედი ტუქტუკით და პირველივე მატარებელს გავყევი ვარანასიში.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.