ნაგარკოტიდან ჩამოსვლის შემდეგ, ავტოსადგურზე დავემშვიდობე ჯეკს და ცენტრისკენ წავედი, ძველი ქუჩების ლაბირინთს გავუყევი…
ცოტა ხანი გავჩერდი, ვუყურე…
რას აღნიშნავდნენ მაინც ვერ გავიგე…
ნეპალში ყოველთვის იპოვიან მიზეზს იზეიმონ რამე…
გზა გავნაგრძე განეშის გესთჰაუსისკენ.
მანქანა მხოლოდ ნეფე-პატარძლისთვის იყო, დანარჩენი მაყრიონი და ორკესტრი ფეხით მიდიოდნენ.
ესეც განეშ გესთჰაუსი, მარჯვნის ბოლო შენობა. ჩემი 400 რუპიანი ოთახი ბოლოა, სახურავზე დიდი ტერასაა სადაც დროს ვატარებდით და ვჭამდით, ტერასის ზემოთ დორმი იყო სადაც 200 რუპი ღირდა საწოლი.
ტურისტების ნაკლებობა დეკემბერში შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, თუ კი ნოემბერში განეში ფრანგებით იყო სავსე, ახლა კი ჩემს გარდა მხოლოდ ერთი მარად დაბოლილი ფრანგი იყო, და ჩინელი, რომელიც რაღაც ქვების საყიდლად აღმოსავლეთ ნეპალში აპირებდა წასვლას. მივედი და ჩემი ყოფილი ოთახი დავიკავე.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.