ბანგალორი იგივე ბენგალორუ შტატ კარნატაკას დედაქალაქია. მოსახლეობა დაახლოვებით 8 მილიონია. განვითარებულია IT ინდუსტრია. თანამედროვე ქალაქია და სანახავი არც არაფერია აქ. ჩემი მიზანი იყო აქედან ღამის ავტობუსით ჰამპიში წასვლა.
2 საათიანი ფრენის შემდეგ ბანგალორის აეროპორტში ავღმოვჩნდი. აქ ყველაფერი განსხვავებული იყო, აეროპორტი ლამაზი სუფთა და თანამედროვეა, ენაც სხვაა და დამწერლობაც. შენობიდან გამოსულს ტაქსისტების რიგი დამხვდა… ბოლოდ ტაქსი კატმანდუში ვნახე… ტაქს მრიცხველი ჰქონდა… ასეთი რამ საერთოდ არ მენახა. გვიანი ღამე იყო. სასტუმროში პრემიერ მინისტრივით მივედი. თუმცა ფასიც ჩრდილოეთ ინდოეთისთვის ასტრონომიული გამოვიდა 1100 რუპი.
სასტუმრო რომელიც დაჯავშნილი მქონდა კარგი გამოდგა, 800 რუპი, მშვენიერი ნომერი, სუფთა თეთრეული! ეს ინდოეთში რაც ჩამოვედი პირველად ვნახე.
მეორე დილას ავტობუსის ბილეთიც ვიყიდე, ავტოსადგურის სალარო გვერდზე აღმოჩნდა. რადგან მთელი დღე მოსაკლავი იყო წავედი იქნე ბოტანიკურ ბაღში.
შესვლა 10 რუპი, ფოტოაპარატზე მგონი 50 რუპი დავამატე.
ეტყობა ბანგალორს რომ სრულიად არატურისტული ქალაქია. ზედ არავინ გიყურებს, არავინ ცდილობს რამე შემოგტენოს. ბოტანიკურის შესასვლელთან ერთი გიდი ამეკიდა, პირდაპირ ვუთხარი, რომ ბოტანიკა არ მაინტერესებს, მხოლოდ დღის მოკვლა მინდა.
დავტკბი სიმშვიდეში ბოდიალით. რა კარგია როდესაც ზედმეტ ყურადღებას არავინ გაქცევს.
ევროპელები თითქმის არ მინახავს.
29 დეკემბერს დღე 30 გრადუსი იყო.
შუაში შუშის პავილიონია.
მადრიდში ნანახი კრისტალის სასახლე მომაგონა.
პარკი მოვლილია
ინდოეთის თაობაზე სუფთაა.
ლამაზია.
აშოკას ხე – ბოდჰი ხე…
პარკში ტბაც არის.
ხეებზე მაიმუნები დახტიან. ტელეფონზე საუბრის დროს ერთმა მაიმუნმა წყლის ბოთლი მომპარა.
ეს ეგზოტიკური ხილი გოავაა მგონი. სასიამოვნო გემო აქვს მარა ბევრი წვრილი კურკა.
ეს გაქვავებული ხე 20 მილიონი წლის არისო.
ყვავილების საათი.
შუადღეც მოვიდა მომშივდა და წავედი შორიახლოს საჭმლის საძებნელაად. ახლოს იყო food street რომელიც დიდი არაფერი აღმოჩნდა თუმცა ლასი იყო ყველაზე გემრიელი აქ.
ქალაქს ეტყობა არატურისტულობა… ვიპოვე რაღაც ფასთ ფუდი და ვჭამე საკმაოდ გემრიელად.
იქვე სიმპატიური ოვალური მოედანი იყო შუაში სკვერით და ვიბოდიალე.
მომბეზრდა დავბრუნდი ბოტანიკურ ბაღში წამოვწექი სკამდე და ჩავთვლიმე.
ისევ ტბასთან მივედი.
ნახევარკუნძულზე მინდოდა მოკალათება მარა გზა ჩაკეტილი იყო.
პალმებიანი დამბა
ვბოდიალობ… დაბნელებამდე საკმარისი დროა.
ისევ შუშის პავილიონი
ვივახშმმე ძალიან ძვირ იაპონურ რესტორანში, სხვა სასტუმროს გვერდზე არაფერი იყო. და წავედი ავტოსადგურზე სადაც როგორც იქნა ვიპოვე ჰამპიში მიმავალი ჩემი ავტობუსი.
ეს სლიფერ ბასი იყო ანუ სკამების მაგივრად დასაწოლი ადგილებია როგორც პლაცკარტში. სერიოზული მინუსი ტუალეტში თუ მოგინდა და დიდხანს არაა გაჩერება. ასე დავტოვე ბანგალორი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.