აჯანტაას და ელორას ამოქვაბულები მაჰარაშტრას შტატის ცენტრალურ აწილშია. ეს სინამდვილეში უზარმაზარი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებია. ამაზე მკითხველს ვარძია გაახსენდება და ვანის ქვაბები, მარამ, მომიტევეთ პატრიოტებო, აჯანტა და ელორა ბევრად უფრო ნატიფი, დახვეწილი ნაშრომია. აქაური კლდეში ნაკვეთი ტაძრები ენით აღუწერელი, წარმოუდგენელი რამაა.
აჯანტა უფრო ძველია, ბუდისტმა ბერებმა ამ კანიონში გამოქვაბულების გამოკვეთა და ტაძრების მოწყობა ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნეში დაიწყეს.ამ დროს ინდოეთში ბუდიზმი იყო გაბატონებული რელიგია.
სულ აქ 30-მდე გამოქვაბულში ნაკვეთი ტაძარია. ტაძრების გამოკვეთა სხვადასხვა დროს მოხდა, და ისინი ამიტომ განსხვავდებიან ერთმანეტისგან. VIII საუკუნეში უცნობი მიზეზების გამო აჯანტა მიატოვეს. სამონასტრო ცხოვრება მოშორებით, ელორაში გაგრძელდა. მალე კი ბუდიზმის ყვავილობის ხანა ინდოეთში დასრულდა. აჯანტას შესახებ ყველას დაავიწყდა, კანიონი ტყეებმა შთანთქეს. ამ ადგილის შესახებ არც მუსულმანებმა არ იცოდნენ, ამიტომ გადაურჩა ურდოების რისხვას.
ბუდა პირველ გამოქვაბულ-ტაძარში.
აჯანტა ბრიტანელებმა შემთხვევით აღმოაჩინეს XIX საუკუნეში, და დაიწყო ამ ადგილის შესწავლა.
უნიკალურია აქ გადარჩენილი და დღემდე შემონახული ფრესკები. რადგან მუსულმანებმა არ იცოდნენ ამ ადგილის შესახებ, გადარჩა ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური ბუდისტური ფრესკები, სადაც ბუდა შაკიამუნის სიიცოცხლეა აღწერილი.
ბუდისტური ტაძრების უმრავლესობა რაც ვნახე თანამედროვეა, ან ამ ეპოქაში მოწყობილი. რადგან ჩრდილოეთ ინდოეთში მუსულმანთა ურდოებმა არაფერი დაინდო. დღეს კი ნეპალსა და ინდოეთში ბუდიზმს უმეტესად ტიბეტელი ლტოლვილები წარმოადგენენ. ამიტომ თითქმის ორი ათასის წლის წინანდელი ბუდისტტური მხატვრობის ნახვა ძალიან შთამბეჭდავი იყო.
სვეტები, ისევე როგორც ბუდას ქანდაკება ერთიანადაა კლდეში ნაკვეთი. ამიტომაც დავაკნინე ვარძია…
ჩემზე აჯანტამ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვიდრე ტაჯ მაჰალმა. აქ ბევრი ინდოელი ტურისტი მოდის, უცხოელებიც თავისთავად ბევრნი მოდიან… მაჰარაშტრაში ამის გამოტოვება არ შეიძლება. ბევრია ბუდისტი მომლოცველიც, მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულზე მეტტია აქაური მონასტრები აღარ ფუნქციონირებენ.
აჯანტაში მოსახვედრად მუმბაიდან უნდა წახვიდეთ მატარებლით ან ავტობუსით ქალაქ აურანგაბადში. ეს მოგოლების ბატონობის დროს აშენებული ქალაქი უსახური, მახინჯი და მტვრიანია. ტიპიური ინდური კოშმარი.
ჩემი რჩევა, სასტუმრო ავტოსადურთან ახლოს შეარჩიეთ.
მეორე გგამოქვაბულის მოხატული ჭერი.
თვითონ აურანაბადში არის რაღაც ღირსშესანიშნაობები, მაგრად აქ რომ მოხვდებით არაფრის ნახვის სურვილი არ გექნებათ იმდენად მახინჯია ქალაქი. ერთადერთი რისთვისაც აქ ჩამოდიან – აჯანტა და ელორაა. მატარებლით 5 საათი უნდა მუმბაიდან, ავტობუსით ცოტა მეტი.
ისევ მეორე გამოქვაბული.
აჯანტა 102 კილომეტრის დაშორებითაა. აქ მოხვედრა შეიძლება ტაქსით ან ავტობუსით. ავტობუსები სადგურიდან გადის. იკითხეთ აჯანტა და მიგასწავლიან. 2 საათზე მეტი უნდა გზას. ბოლოს აჯანტა T junction-ზე ჩამოგსვავენ. აქ უკვე სამუზეუმო კომპლექსი იწყება და სალარომდე 3-4 კილომეტრს სპეც ავტობუსით გაივლით. გზაჯვარედინზე რამდენიმე კაფე და სუვენირების მაღაზიებია.
სხვათაშორის, გზაჯვარედინზე კარგად მოწყობილი ვიზიტორთა ცენტრიცაა, სადაც კომპლექსის გამოქვაბულების ასლებია გაკეთებული თანამედროვე შენობაში.
ბილეთი 200 რუპი ღირს. სალაროდან გამოქვაბულებამდე კიბეები უნდა აიაროთ.
კლიმატი აქ განსხვავდება ზღვისპირა ზონისგან. აურანგაბადი და შესაბამისად აჯანტაც ინდოსტანის სუბკონტინენტტის ცენტრშია. ოკეანისგან დასავლეთიდან დასავლეთ გატები საზღვრავს, აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთის გატები. ამიტომ ცენტრი მშრალია. ზამთარი აქ მშრალი სეზონია. ხეებს ფოთლები არ ჰქონდა, არა და ცხელოდა, მდინარეები დამშრალი იყო. ისე კი აჯანტას კლდე მდინარის პირასაა და ნალისებრ კანიონს ქმნის, თეორიაში რამდენიმე ჩანჩქერია. მაგრამ თებერვალში არც მდინარეში იყო წყალი და ჩანჩქერების მხოლოდ კვალი ჩანდა.
როგორც მითხრეს აქაურობა ყველაზე ლამაზი აგვისტო-სექტემბერშია – წვიმების სეზონის მიწურულს. მაშინ სიმწვანეცაა, ჩანჩქერებიც და მდინარეც.
მესამე გამოქვაბულში გრანდიოზული ზომის ტაძარი დამხვდა, სვეტებით და ბუდას ქანდაკებით.
ამ გამოქვაბულში ფრესკები არაა.
მეოთხე გამოქვაბული ნაკლებად გრანდიოზულია, მარამ ძალიან შთამბეჭდავი.
ყველა დეტალი ნატიფადაა გაკეთებული.
ბუდას გამოსახვა ტაძრებში თავიდან არ იყო მიღებული, თავად შაკიამუნი წინააღმდეგი იყო საკუთარი პიროვნების კულტტის შექმნისა, მაგრამ საუკუნეების შემდე დაიწყო მისი გამოსახვა. საინტერესო ის იყო, რომ ეს 1500 წლის წინანდელი ქანდაკებები ცენტრალურ ინდოეთში ძალიან ჰგავს თანამედროვე ტიბეტურ ტაძრებში ნანახ ქანდაკებებს.
ბუდას ქანდაკებასთან ხშირად ირმებს გამოსახავენ, რადგან სარნათში, სადაც ბუდამ პირველად იქადაგა, ირმების ტყე იყო.
დააკვირდით კედლებს, მთლიანად ბარელიეფებითაა დაფარული.
კიდევ ერთი გამოქვაბულის შესასვლელი.
ეს გამოქვაბული სხვებზე ძველია, ამიტომ ბუდას ნაცვლად სტუპაა მხოლოდ. ეს ის დროა, როდესაც ბუდას ჯერ არ გამოსახავდნენ.
გარედან. თეთრი ეკრანი მზისგან დასაცავადაა.
რუქაზე მოცემულია აჯანტას და აურანგაბადის მდებარეობა. T point ანუ სადამდეც ავტობუსი მიიყვანთ მთავარ გზაზეა. სოფელ ფარდაპურშიც არის სასტუმროები, მაგრამ მანდ არ ვყოფილვარ არ ვიცი. ისე დილით 8 საათზე რომ გახვიდეთ ავტოსადგურზე, 1 დღე სრულიად საკმარისია აჯანტასთვის.
გაგრძელება იქნება
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.