Андріївський узвіз

Андріївський узвіз – კიევის ულამაზესი ქუჩა

კიევში ყველაზე კოლორიტული და ლამაზი ქუჩა ანდრეას დაღმართია. იგი აერთებს ქალაქის ზედა უბნებს პოდოლთან. ქუჩის სახელი დაკავშირებულია XVIII საუკუნეში აშენებულ წმ. ანდრეა პირველწოდებულის ეკლესიასთან, რომელიც დღესაც ქუჩის მთავარი ღირშესანიშნაობაა. თვითონ დაღმართი კი ქუჩა-მუზეუმია, კიევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. დაღმართზე სუვენირები იყიდება…. ტრადიციულიც და თანამედროვეც. ეკლესია გორაზეა, თუმცა როგორც მითხრეს ეს გორა დამეწყრილია ეკლესიას კი სარემონტო…

კიევი დნეპრი

კიევში სეირნობა

კიევი ძველი სლავური ქალაქია. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ცენტრის დიდი ნაწილი განადგურდა და ომის შემდეგ ბევრი ახალი შენობები აშენდა. ამიტომაც ალბათ კიევი დიდად არ მომეწონა, რაღაცნაირი ძალიან დიდი, უჟმური ქალაქია, ზედმეტად საბჭოთა… პირველ დღეს ახანაგებთან ერთად ვსეირნობდი. მაიდანის, ზეციური ასეული ქუჩის და საკრედიტო მაიდანის შემდეგ გავუყევით ხრეშჩატნიკს და პარკში გავედით, რომელიც…

საკრედიტო მაიდანი

საკრედიტო მაიდანი კიევში

პოსტი ეძღვნება ყველას ვისაც დოლარში აქვს კრედიტი 🙂 უკრაინაში 2004-2008 წლებშიც ბევრმა აიღო იპოთეკური სესხები, როდესაც 1 დოლარი 4-5 ჰრივნა იყო. შემდეგ დადგა 2008 წლის კრიზისი, როდესაც ჰრივნა დაეცა და 1$ 8 ჰრივნა გახდა. მას შემდეგ დოლარში კრედიტების გაცემა საერთოდ აიკრძალა, მცირე სესხები ვისაც ჰქონდა კი დაფარეს, მაგრამ დარჩნენ იპოთეკარები, ვინც სესხი ათწლეულები უნდა ფარონ.…

მაიდანი

კიევი, მაიდანი

დამოუკიდებლობის მოედანი კიევში – Майдан Незалежності ყველამ კარგად იცის, ეს ის ადგილია, სადაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორი რევოლუცია მოხდა, განსაკუთრებულად დრამატული კი შარშანდელი ევრორევოლუცია იყო, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაიდანზე და მიმდებარე ქუჩებზე, ყველგან, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, მათი მემორიალებია…

მეტრო ხრეშჩატნიკიდან პირდაპირ ყოფილი ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მოვხვდი, რომელსაც ახლა ზეციური ასეულის სახელი ეწოდება. სწორედ აქ მოხდა 18-19 თებერვალს ათეულობით ადამიანის დახვრეტა სნაიპერების მიერ.

უკრაინა

უკრაინა ჩემი მარშრუტი

უკრაინა 2015 24 მარტი – 6 აპრილი.
კიევი, ავტობუსით ოდესაში, მატარებლით ლვივში, ლვივიდან ისევ მატარებლით ჩერნივცი, ავტობუსით კამინეც-პოდილსკში, და ისევ მატარებლით კიევში. რუქაზე ეს ასე გამოიყურება:

Passport and ticket

Getting ready for Ukraine!

ხვალ დილით მივფრინავ კიევში. მერე ოდესა, ლვოვი, ჩერნივცი და კამენეც-პოდოლსკი. კარგი პროგრამა მაქვს რომ გავიცნო უკრაინა ნაკლებად ცნობილი კუთხიდან – ტურისტული უკრაინა.

დასავლეთ უკრაინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, და აქაური ქალაქები ძირითადად სწორედ ავსტრიელების ბატონობის პერიოდშია აშენებული.

გართობის გარდა კიდევ ვგეგმავ კიევში ტურისტულ გამოფენაზე დასწრებას. მოკლედ დატვირთული 2 კვირა მელის. ქვემოთ კიდე კიევის, ლვოვის და ჩერნივცის რუქებია.