დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმი

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმი

ლვოვში ბოლო დილა დავუთმე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმს, რომელიც არა ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. აქაც ძალიან სასურველია გიდის აყვანა. მე რომ მივედი, ჩემს შემდეგ დნეპროპეტროვსკიდან ოჯახი მოვიდა და იმათ აიყვანეს გიდი, მეც შევუამხანაგდი. გიდთან ერთად გაცილებით საინტერესო იყო. ექსპოზიციები იწყება პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან. როდესაც ავსტრო-უნგრეთი ჩაერთო ომში, უკრაინელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ებრძოლათ იმპერიის დასაცავად, სანაცვლოდ კი გალიციის…

რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი

ციხე ლონცკიზე

ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო ლონსკიზე ციხე-მუზეუმის მონახულება. ავსტრიელებმა აქ ააშენეს პოლიციის სამმართველო, პოლონელებმა მიაშენეს ციხე, სადაც პოლიტ პატიმრები იყვნენ ძირითადად, მათი უმეტესობა კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები იყვნენ. ამ ციხეში იჯდა ცნობილი მებრძოლიც სტეპან ბანდერა. 1939 წელს ლვოვში საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ და ციხის ბინადართა კონტიგენტიც ცოტათი შეიცვალა, ახლა აქ კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ, თუმცა მათი…

ლვოვის პანორამა

ლვოვის პანორამები რატუშის კოშკიდან

ლვოვის გული ბაზრის მოედანია, ბაზრის მოედნის ცენტრში კი რატუშაა, რატუშის შუაში საათიანი კოშკი, რომელზეც ასვლა ნებისმიერს შეუძლია. მეც არ გამოვტოვე ეს შანსი და ბევრი კიბეების მიუხედავად ავძვერი კოშკზე, ზემოდან ხედები მართლა გადასარევია, გზად კი ლვოვის დამაარსებლის ბიუსტი და საათის საინტერესო მექანიზმი ვნახე.

ავსტრიული ლვოვი

ავსტრიული ლვოვი

პირველივე დღეს თავისუფლების გამზირზე მოვდიოდი და გზად კაცმა ფლაერი მომცა, ექსკურსიები ლვოვში. დავინტერესდი, გამოველაპარაკე, ამავე დღეს ჯგუფური ექსკურსია იწყებოდა და სამი ობიექტი უნდა მოევლო – ლიჩაკოვსკის სასაფლაო, მაღალი ციხე და წმ. იურის საკათედრო ტაძარი. სამივე პუნქტის ნახვა მინდოდა, და ლიჩაკოვსკი ცენტრიდან დაშორებულია, ექსკურსიის იდეა მომეწონა. როდესაც ეს კაცი მიხვდა, რომ მე უკრაინელი არა ვარ, ცოტა…

სააღდგომო კვერცხები

კიდევ საინტერესო ადგილები ლვოვში

სააღდგომო კვერცხების მოხატვა დასავლეთ უკრაინაში. წინა პოსტში დავწერე, რომ ლვოვში არა მხოლოდ ყავა, არამედ შოკოლადიც უყვართ. მთავარი შოკოლადის ადგილია საამქრო, რომელიც ცენტრთაბნ ახლოს მდებარეობს. აქვე აკეთებენ შოკოლადის კამფეტებს და ფილებს და აქვე ყიდიან. მზადების პროცესის ნაცვაც შეგიძლიათ და პროდუქცია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერ მომხმარებელს დააკმაყოფილებს. ბერნანდინების ტაძრის გვერდზეა იდეების მუზეუმი. მეპატრონე იგივეა, რაც ჩემი საყვარელი…

ლვოვი

ლვოვის ქუჩები

ცენტრში ეს ლამაზი ეკლესიაა, რომელიც მუზეუმადაა გადაკეთებული. კაი ხანი ველოდე და ბოლო დღეს ვნახე მარტო ღია, რომ შიგნიდანაც მენახა. ოპერის თეატრიც ლამაზია ძალიან. მოედანზე რამდენიმეჯერ წავაწყდი ასე გამოწყობილ სუვენირების გამყიდვლებს. მეორე ფოტოზე კი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ადგილია – შოკოლადის საამქრო, რაზეც მოგვიანებით მოგითხრობთ. ლვოვში არა მხოლოდ ყავის, არამედ შოკოლადის კულტიცაა. ბაზრის მოედანი… სულ არ ჰგავს…

ლვოვი მუზეუმი აფთიაქი

ლვოვი – მუზეუმი აფთიაქი

ლვოვში არა მხოლოდ კაფე რესტორნებია განსაკუთრებული, არამედ მუზეუმებიც. ქალაქში იმდენი მუზეუმის, რომ მგონი ყველას ვერცერთი გზამკვლევი ვერ მოიცავს. პირდაპირ ცენტრალურ მოედანზე ათეულობით მცირე მუზეუმია. მათ შორისაა აფთიაქი მუზეუმი, რომლის დათვალიერებასაც ახლა გთავაზობთ. ამ შენობაში რამდენიმე ასეული წელია აფთიაქია განლაგებული, წინ იგი დანიშნულებისამებრ მუშაობს, ხოლო უკან და სარდაფში მუზეუმის გახსნილი. სარდაფი არ გამოგრჩეთ არავითარ შემთხვევაში.

ლვოვის კაფეები

ლვოვის კაფეები და რესტორნები

ლვოვის კაფეები უნიკალურია და განუმეორებელი, ასე რომ ცალკე თემას იმსახურებენ. ყველა კაფე რესტორანი არ მინახავს რა თქმა უნდა, თუმცა რაც ვნახე ნამდვილად იმსაურებს დეტალურ აღწერას. ყველაზე სკანდალურად ცნობილი რესტორანია კრიივკა. იგი ბაზრის მოედანზე მდებარეობს სარდაფში. რადგან 24 საათი მუშაობს, მე კი დილის 7 საათზე საუზმე მინდოდა, წავედი მის საძებნელად. მიუხედავად ცენტრალური ადგილმდებარეობისა, იგი უნდა ეძებო,…

ქანდაკებების ბაღი ოდესაში

ქანდაკებების ბაღი ოდესაში

თუ მკითხავთ რომელი ღირსეშესანიშნაობის გამოტოვება არ შეიძლება ოდესაში, გეტყვით – ქანდაკებების ბაღის. ეს მართლაც უნიკალური ადგილია. ეს ბაღი ლიტერატურის მუზეუმთანაა. შესვლა მგონი 15 ჰრივნა ღირდა. ქანდაკებები კი საინტერესოცაა, სასაცილოც, და ოდესური იუმორით გამჭვალული. რუსეთის იმპერატორის ეკატერინეს ეს ძეგლი ოდესის ცენტრში დგას. აქაც დადგეს მინი ვერსია, თუმცა საინტერესო დეტალებით მორთეს 🙂 უკრაინულ-რუსული სასაუბრო ნამდვილად საჭიროა ამ…

ლიტერატურის მუზეუმი

ლიტერატურის მუზეუმი ოდესაში

გაუთავებელი წვიმის გამო ისეთი მუზეუმები ვნახე, რასაც კარგ ამინდში ნამდვილად არ ვნახავდი. მაგალითად ლიტერატურის მუზეუმი, რომელიც XIX საუკუნის ერთ-ერთ სასახლეშია განთავსებული. მუზეუმში სიმშრალე და სითბო იყო. ასევე დიდი დარბაზები. და ბევრი ოთღახი ექსპონატებით… ლიტერატურაში კი სპეციალისტი არა ვარ, ასე რომ ბევრი მწერალი სრულიად უცნობი იყო. თურმე ადრე ოდესაში პრესის 99% ფრანგულად იყო… ესეც ძველი წიგნები,…