ქანდაკებების ბაღი ოდესაში

ქანდაკებების ბაღი ოდესაში

თუ მკითხავთ რომელი ღირსეშესანიშნაობის გამოტოვება არ შეიძლება ოდესაში, გეტყვით – ქანდაკებების ბაღის. ეს მართლაც უნიკალური ადგილია. ეს ბაღი ლიტერატურის მუზეუმთანაა. შესვლა მგონი 15 ჰრივნა ღირდა. ქანდაკებები კი საინტერესოცაა, სასაცილოც, და ოდესური იუმორით გამჭვალული. რუსეთის იმპერატორის ეკატერინეს ეს ძეგლი ოდესის ცენტრში დგას. აქაც დადგეს მინი ვერსია, თუმცა საინტერესო დეტალებით მორთეს 🙂 უკრაინულ-რუსული სასაუბრო ნამდვილად საჭიროა ამ…

ოდესა

დღე მეორე ოდესა სთრით არტი

ოდესაში საკმაოდ ბევრი საკმაოდ საინტერესო გრაფიტია კედლებზე. ზოგან მთელი მაღალი კედლებია მორთული გრაფიტით, ზოგანაც მხოლოდ ტრანსფორმატორის ბუდკები.   მაგალითად აქ ოდესური კოლორიტი, ალბათ ყველამ იცანით ილფის და პეტროვის ცნობილი ნაწარმოების გმირები.   ეს ადგილი კი დამოუკიდებლად რთული მოსაძებნია. ამ პაწია ეზოში უზარმაზარი კედელი მთლიანად მოხატულია. ილფის და პეტროვის შემოქმედება ამ მისამართმაც განახსენა 🙂 სწორედ ამ…

Пасаж

ოდესა indoors და კიდე წვიმა

წვიმა არ წყდებოდა. თავი დერიბასოვზე პასაჟს შევაფარეთ, რომელიც შიგნიდან კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. აქ ძირითადად ძვირფასი ბრენდული მაღაზიებია. შეგვცივდა, მოგვშივდა და ცენტრში რესტორან გოგოლ-მოგოლში წავედით, სადაც ძალიან კარგი ოდესური სამზარეულო უნდა ყოფილიყო. გოგოლ-მოგოლმა იმედები არ გაგვიცრუა. არტ კაფეს შესანიშნავი სამზარეულო ჰქონდა. უკრაინულ-ებრაული ნაზავი, შავი ზღვის თევზებით. გავთბით, გავძეხით და ისევ წვიმაში გავედით. მაგრამ წვიმამ მალე…

ოდესა ბრტყელი სახლი

ოდესა ძველი ქალაქი

ცნობილი ბრტყელი სახლი, რომელიც ოდესის ძველ ნაწილში მდებარეობს. სწორედ ამ რაკურსიდანაა ბრტყელი, ისე კი მახვილი სამკუთხედია, რაც არანაკლებ საინტერესოა.. რამდენი მახვილკუთხა სამკუთხედი შენობა არსებობს მსოფლიოში? თუმცა გვერდზე თუ ეს მაიმუნობა მიუშენეს ეს შენობა დაკარგავს თავის ხიბლს… სახურავები ოდესაში ცალკე თემაა. ძველ ქალაქში ისეთივე “იტალიური ეზოებია” როგორც თბილისში, თუმცა კლიმატი ოდნავ უფრო ცივია და ფეჩები აუცილებლობაა.…

ოდესა

წვიმა ოდესაში

ამინდი გამოსწორებას არც აპირებდა. წვიმაში დუკის ძეგლამდეც მივედით. დუკს ეძახიან რიშელიეს, რომელმაც ოდესა ააშენა თავის დროზე. მისი ძეგლი ქალაქის ბულვართან დგას, ძალიან ლამაზ მოედანზე. შარშან დუკის ძეგლთან იკრიბებოდნენ მაიდანის მხარდამჭერები. ოდესაში არის ცნობილი გამოთქმა “Посмотрите на Дюка со второго люка” ზუსტად ეს ხედია მარჯვენა ფოტოზე 🙂 ძეგლის ძირში კი მაიდანზე დაღუპულთა საპატივცემლოდაა სანთლები. დუკისგან ზღვაც ჩანს.…

ოდესა

წვიმიანი ოდესა

ოდესაში ავტობუსით ჩავედი პარასკევს. მგზავრობას 6 საათი მოვუნდი. გზები ისეთია შევარდნაძე გამახსენდა, არა და ავტობანი ჰქვია. ოდესაში მეგობართან მივედი. კარგი საღამო იყო და ვისეირნეთ ცოტა. აი მეორე დილა კი ძალიან წვიმიანი აღმოჩნდა, პრინციპში როგორც შემდეგი 2 დღე – წვიმას არ გადაუღია. ამიტომ ოდესის ფოტოები სულ სველი და წვიმიანი გამომივიდა. რა თქმა უნდა ოდესის გაცნობა დერიბასოვკაიას ქუჩიდან…